ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემურ მაკარაძე
ჟანრი: პოეზია
25 იანვარი, 2016


თებერვლის ნოსტალგია

ერთ სავსე მთვარეს ვარსკვლავებით ვწერდი მთვარეზე
ორი მეგობრის უკვდავ გრძნობას, ამბავს და-ძმობის
სიამაყით, რომ მოვაბნიე სულის მთა-ველებს,
როცა მივხვდი რომ დრო და სივრცე არა, არ მყოფნის
სიყვარულისთვის მეგობრისა და გულსაც უთქვამს
სიყვარულით - არ ვყოფილვიყავ ჩემი დით ობლად,
არ წაერთმია ბავშვობაში სიცოცხლე უფალს
თუმცა რა მიკვირს, დობილი ხომ წამართვა ცოცხლად.
და დარჩა როგორც თებერვალში მილევა მთვარის
ამ თვის დღე-მოკლე დღეებივით უნაკიანო,
გამქრალ წარწერით - ვეღარც ვხედავ, მაგრამ აქ არის
სევდამ იმატა, ცაო მაწვიმს, თავსაფრიანო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები