თოვდა... გზაზე თითქმის ვერაფერს ვხედავდი,არც განათება იყო და არც ხალხი, მხოლოდ შეგრძნებები. ფეხებს კარგა ხანია ვეღარ ვგრძნობდი მაგრამ მე მაინც გაქცევა მინდოდა,რაც უფრო ვჩქარობდი მით უფრო ვეფლობოდი თოვლში და ვიღლებოდი. ეს ყველაფერი წრეზე სიარულს გავდა რადგან ბოლოს ვერა და ვერ მივაღწიე,დაუსრულებლად მოვდიოდი, ვეცემოდი, მტკიოდა,მაგრამ მაინც ვდგებოდი და მივდიოდი. უკვე ვთქვი რომ გზაზე არაფერი ჩანდა, თუმცა გარკვევით ვხედავდი წარსულს, თითქოს ეს დაუსრულებელი სიარული ჩემი გონება ყოფილიყოს რომლისგანაც მთელი ცხოვრებაა ვცდილობ გამოვიდე,დავტოვო ყველაფერი რაც ასე მძულს თუ მიყვარს, მტკივა თუ მიხარია, გამოვიდე ნათელზე და ყველაფერი თავიდან დავიწყო.თუმცა მე რაც უფრო ვჩქარობ მით უფრო ვეფლობი თოვლში და ვიღლები,ერთადერთი სიმართლე არის თოვლის ილუზიად ქცეული სინდისი,აგიხედავთ ჰაერში როდესაც ბარდნის? არაფერია ფანტელზე მეტად ბინძური და ყავისფერი დაცემამდე,თუმცა დაცემიდან პატარა ბავშვის ღიმილად იქცევა და გადამდები სითბოთი შემოდის ჩვენში. ზოგჯერ ვფიქრობ რომ ყველაფერი ილუზიაა რადგანაც ყველა ჩვენს გამოგონილ სამყაროთი ვხცოვრობთ არავის ვუშვებთ მასში და ყველა ვცდილობთ რომ ერთადერთ ჭეშმარიტებად აღიარონ. მე კი დაუსრულებლად დავდიოდი საკუთარ გონებაში და ვერაფრით მიმეგნო გულისკენ მიმავალი გზა .......
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. კარგია, რომ თოვდა.
მხოლოდ და მხოლოდ კარგია, რომ თოვდა.
მხოლოდ და მხოლოდ
1. აგიხედავთ ჰაერში როდესაც ბარდნის? როგორ არა წუხელ ბარდნიდა მეორე სართულიდან ვუცქერდი და ისეთი ლამაზი იყო, თან ლამპონის შუქზე საოცრება, ბწყინვალე, მოფარფატე, დაბლა კი პატარა ნაძვს ეცემოდა და ეხვეოდა . თუ შევძელი ფოტოს დავდებ შენთან ილუსტრაციაში. აგიხედავთ ჰაერში როდესაც ბარდნის? როგორ არა წუხელ ბარდნიდა მეორე სართულიდან ვუცქერდი და ისეთი ლამაზი იყო, თან ლამპონის შუქზე საოცრება, ბწყინვალე, მოფარფატე, დაბლა კი პატარა ნაძვს ეცემოდა და ეხვეოდა . თუ შევძელი ფოტოს დავდებ შენთან ილუსტრაციაში.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|