მეწამული ლაბადა - აწყვეტილი ღილებით. ჩემში გაინავარდა მერცხლისფერმა ოცნებამ. სიყვარული ნამდვილი - არა სადა დავარდა, თორემ სახეცვლილებით ახლა ვინღა ოცდება.
მელნისფერი წვეთები დაწყვეტილი ნერვებით. ჰარმონიულ ბგერების თანხმოვანი შეწყობა. ჩუმი სულისკვეთება - ასმაგი გაბევრებით, ყოველ ახალ ქმნილებას დამღასავით ეტყობა.
სიყვარული ნამდვილი, რთული და თან ადვილი, სული გამოჯანმრთელდა, სხეული დაავადდა. ყველა კერპი დავარდა, ყველა ძველი ადგილი, სიყვარული ნამდვილი - არა სადა დავარდა!..