| ავტორი: ქიში ჟანრი: პოეზია 13 მარტი, 2016 |
ვერც კი წარმოვიდგენდი, ამ თვალებს თუ ვნახავდი, ბავშვობაში ყოველდღე ფიქრებში რომ ვხატავდი.
სამწუხაროდ თვითონ ვქმნით ხელოვნურად ღვარცოფებს, მე ხომ მხოლოდ ეჭვები და რეალობა მაცოფებს.
რატომ არის რომ თითქოს ყველაფერი ძნელია, და შენამდე მოსასვლელი გზაც ძალიან გრძელია.
შენ ხომ ჩემ სიახლოვეს, დიდხანს არ დარჩენილხარ, შეგრძნება დატოვე რომ მართლაც ჩემი ჩემი ხარ.
სიყვარულთან ერთად გაჩნდა ნისლიანი დარდები, შენ გიყვარდა გვირილები, მე მომქონდა ვარდები.
თითქოს ახლოს მოვდივარ და მაინც ვერ გეფერები, მხოლოდ შენით ვიგრძენი, ცისარტყელას ფერები.
შენ წაიღე შენ გქონდეს, ეს სამყარო შენია, მე კი მხოლოდ ურითმო, ლექსები დამრჩენია
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მაგრად მომწონს შენი ლექსები :))) მაგრად მომწონს შენი ლექსები :)))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|