| ავტორი: ქიში ჟანრი: პოეზია 10 თებერვალი, 2016 |
უზომოდ ვბრაზდები, ვღრიალებ ხმამაღლა, როდესაც მიდიხარ და მტოვებ ნისლიანს, მინდა რომ გადავწვა პატარა ქუჩები, ქუჩები,ფიქრებით შენსკენ რომ მისვრიან.
ციდან მოდიოდეს სულ წვიმა მღვრიე და დაფაროს ხმელეთი წითელმა ტალახმა, დაინგრეს მთები და სულ დადნეს ყინული, წალეკოს ბაღები გვიმრამ და ბალახმა.
მინდა რომ მთვარემაც შეწყვიტოს კაშკაში, და ყველა გვირილა ერთ წამში გადახმეს, მინდა რომ სამყარომ დატოვოს ორბიტა, გალაკტიონიც კი მეორედ გადახტეს.
და ისევ ჩნდები და მიფანტავ ყველა ნისლს, მთელი აგრესია კუთხეში მივყარე, ვივიწყებ ყველაფერს, შენ და დედამიწას, ყოველ შენს მოსვლაზე თავიდან გიყვარებთ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. თუ იმუშავებთ ნამდვილად გამოვა რაღაც... თუ იმუშავებთ ნამდვილად გამოვა რაღაც...
2. never let me go -რას ნიშნავს? never let me go -რას ნიშნავს?
1. ძალიან კარგია... წარმატებები... ძალიან კარგია... წარმატებები...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|