ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იადონი
ჟანრი: პოეზია
6 თებერვალი, 2016


დედის ფიქრები

ჩემო საყვარლებო, ჩემო ლამაზებო,
მუდამ გიერთგულებთ ქვეყნად პატარებო..
მზის სხივს მოგადევნებთ თვალის გამნათებო,
ღრუბლით შეგმოსავთ,ფეხს ელვას ჩაგაცმევთო...

უკან გამოგყვებით ბავშვის ნაბიჯებით,
ხელსაც არ გაგიშვებთ გზად არ წამექცეთო..
ზღაპრებს წაგიკითხავთ კეთილი სასრულით,
ბრძენ ხალხს მიგაბარებთ სწორად აღზარდეთთქო..

ღამით დაგიტოვებთ ნათელ, სავსე მთვარეს,
სარკმელს გაგინათებთ,სიზმრებს განახებთო..
მფარველ ანგელოზებს ლოცვით მოგიზიდავთ
ბოროტს გადავგზავნი ქვეყნის დასავლეთსო..

აღმართსა და დაღმართს ფიქრით გაგისწორებთ,
ზურგით გადაგიყვანთ ადიდებულ ღელეს..
წვიმასა და ქარში ფრთებ ქვეშ შეგიყუჟავთ
წვეთს არ მკგაკარებთ ამქვეყნიურ ლელეხს..

და ზღვის ჰორიზონტზე დაისით გაგათბობთ,
სასახლეს აგიგებთ ოქროსფერი ქვიშით,
გვირილებით სავსე ველს სარბენად მოგცემთ,
ზოგჯერ სათამაშოდ გადავბურავ ბინდით..

გრძნობით მოგიყვებით დედა ისტორიას,
შეგაყვარებთ ქართლის ყოველ კუთხე-კუნჭულს!
ალიონზე,დილით ირმის რძეს შეგასმევთ,
ვახშმად გაზიარებთ კახის გადაწურულს..

დასავლეთის ქარი სხეულს გაგიკაჟებთ,
ტუჩებს აგიწითლებთ გაზაფხულის დარი,
ოცნებებს გაჩუქებთ ისეთ ფერად-ფერადს
ცისარტყელის ფერებს დაეკარგოს ფასი..

მხრებში გავიშლები,მუდამ ვიამაყებ
მე რომ მეყოლება შვილნი თქვენი მსგავსნი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები