ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა ჭელიძე
ჟანრი: პოეზია
7 თებერვალი, 2016


ჩიტი

ჩიტი
დახუჭე თვალები
და ერთი წუთით
წარმოიდგინე, რომ ჩიტი ხარ,
მჩატე,
მიგაფარფატებს ცხოვრება,
ქარიც,
თავის ნებაზე,
თვალები დახუჭული,
ფრთები გაშლილი,
გარშემო კი ლილისფერია
გარემო,
შინ მაინც არ გელიან,
ჰოდა შენია,
მთელი სამყარო,
ხმამაღლა ყვირი
და თვალებს ახელ...
ხმაურობს ქარი,
და ფანჯრებს კეტავ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები