ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემურ მაკარაძე
ჟანრი: პოეზია
8 თებერვალი, 2016


ერთხელაც მოდი

ცის უდაბნოზე შავ ღრუბლებმა აიდგეს ფეხნი
მოჩანს მი-მოსვლა, ქარავნების ორომტრიალი
დრო უდროობით ჩემი გულის ლაბირინთს ვერ ხსნის
სევდად ჩარჩენილ ჩემი სულის ორმო-ტიალით.

დღეს სიყვარული მოგონებას ისე ადნება,
როგორც გაზაფხულს იშვიათი და თეთრი თოვლი,
აცრემლებული, სევდიანი, ერთ დროს თავნებაც
თითქოს არაფრის ეშინოდა ათას გზა მოვლილს.

უსახურია, უმეტყველო, როგორც ჩრდილები
ეს უშენობით აკინძული ვნების კადრები,
სანამ საკუთარ ჩრდილის ნაცვლად დავიჩრდილები
მოდი ერთხელაც გამიხსენი გულის კარები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები