ნანდა დევი – ინდოეთის ჰიმალაის მარგალიტი
नन्दा देवी – ნანდა დევი – Nanda Devi – ინდოეთის სიმაღლით მე-2 მწვერვალია (7,816 მ), ინდოეთი-ნეპალის საზღვარზე მდებარე კანჩენჯანღას (8,585 მ, სიმაღლით III მსოფლიოში) შემდეგ. მწვერვალი ინდოეთში, უტტარაკანდის შტატში მდებარეობს, ნეპალის დასავლეთით და ტიბეტის ავტონომიური რეგიონის სამხრეთით.
”ნანდა დევი” ინდურ პანთეონში ნეტარების მომცემ ქალღმერთს ჰქვია. "დევი" სანსკრიტზე ქალღმერთს ნიშნავს, ხოლო "დევ-" ძირი - "კაშკაშას", "მანათობელს". ეს მწვერვალი, ჰინდუთა უწმინდეს მთად და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძნელადმისაღწევ ადგილად ითვლება.
მწვერვალის ეკოსისტემის შენარჩუნების მიზნით, 1983 წელს, ინდოეთის მთავრობამ ნანდა დევის მწვერვალზე ასვლა აკრძალა და იგი ეროვნული პარკის ფარგლებში მოაქცია.
ნანდა დევის უკავშირდება მე-20 საუკუნის ერთერთი ყველაზე ამოუცნობი და გასაიდუმლოებული ავანტიურა – 1965-1968 წლებში აშშ-ს მთავრობამ, ინდოეთთან თანამშრომლობით, სცადა მწვერვალზე პლუტონიუმის ბატარეებით მომუშავე ტელემეტრული მოსასმენი აპარატურის დამონტაჟება, ჩინეთის ატომური პროგრამის მისაყურადებლად. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მისიამ, რომელშიც აშშ-სა და ინდოეთის ყველაზე გამოცდილი მთამსვლელები შედიოდნენ (ამერიკელები: Barry Bishop, Lute Jerstad, Tom Frost, Jim MacCarthy, Robert Schaller და ინდოელი ალპინისტი, პოლკოვნიკი Kholi). მკაცრი ამინდის გამო, გასაიდუმლოებულმა ექსპედიციამ ვერ შეძლო მწვერვალზე ასვლა. მეტიც, ზვავის გამო, ამერიკელებს, 2 კგ-მდე პლუტონიუმის (Pu 238 და Pu 239) აკუმულატორების და SNAP-ის სადაზვერვო სისტემის იქვე, ყინულებში დატოვება მოუწიათ. როგორც ექსპედიციის ხელმძღვანელი (ინდოეთის მხრიდან) მანმონაჰ სინგჰ კოლი ამბობს, პლუტონიუმის შვიდი კაპსულა, რომელიც გენერატორის ენერგიის წყარო უნდა ყოფილიყო, ჰიროშიმაზე ჩამოგდებული ბომბის ნახევარს იწონიდა - შესაბამისად, შესაძლოა იმის წარმოდგენა თუ რაოდენ სახიფათო და გაუაზრებელი იყო თავიდანვე ამ ექსპედიციის მიზანი. 1966 წელს, განმეორებითმა ექსპედიციამ მოსასმენ აპარატურის კვალსაც კი ვეღარ მიაგნო.
ასე დამთავრდა აგენტი-007 -ის მსგავსი ავანტიურა ინდოეთის ჰიმალაებში იმ მწვერვალის მყინვარზე, რომელიც ინდოეთის წმინდა მდინარეს, განგს აძლევს დასაბამს.
ჰინდუთა ლეგენდის თანახმად, ქალღმერთ ნანდა დევის შეუძლია “დურგად” – 16-ხელიან, მიუწვდომელ, შურისმაძიებელ ღვთაებად გადაიქცეს და თვით ვიშნუსა და შივას ძალა მიიღოს, კამეჩისსახიანი დემონის – მაჰიშას დასამარცხებლად, რომელიც მსოფლიოს დაღუპვით ემუქრება. დღეს, მსოფლიოს დასაღუპად ბევრი დემონი ემუქრება. ნანდა-დევი, მსგავსად ამერიკელების უხეიროდ დამთავრებული ექსპედიციისა, რომელიც შეიძლება ომის მიზეზიც კი გამხდარიყო, კვლავ დაიცავს ჩვენს სამყაროს ყველა ჯურის "მაჰიშასგან".
ქვემოთ, ილუსტრაციებში, იხილეთ ჰინდუთა წმინდა მთის, ბუნების გასაოცარი ძეგლის, ნანდა-დევის ფოტოები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ნანდა დევიმ ჩაუშალა ოპერაცია ? :)
შესანიშნავი მასალაა მეცნიერულ-მისტიკური პროზისთვის.
ნანდა დევიმ ჩაუშალა ოპერაცია ? :)
შესანიშნავი მასალაა მეცნიერულ-მისტიკური პროზისთვის.
1. ჟანრისთვის შეუსაბამოა, მაგრამ სიამოვნებით წავიკითხე, როგორც ინდური კულტურით დაინტერესებულმა ადამიანმა.
ჟანრისთვის შეუსაბამოა, მაგრამ სიამოვნებით წავიკითხე, როგორც ინდური კულტურით დაინტერესებულმა ადამიანმა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|