ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფოული
ჟანრი: პოეზია
29 თებერვალი, 2016


ისე ცარიელი როგორც არასოდეს

სევდამ უჩემობა რომ ვერ შეამჩნიოს
უკანა კარიდან ჩუმად ვიპარები,
დღეში შვიდი ჭიქა ალკოჰოლი !
ხელში ოთხჯერ ოთხი ღერი სიგარეტი,
მიყვარს ცვალებადი სეზონები
არაპროგნოზირებადი ამინდები,
ღმერთო ეხლა მინდა დაბრუნდეს რომ
ამჯერად მე ვუთხრა არ მჭირდები,
მაგრამ არ მოხდება არასოდეს
ამით ვერ დავანგრევ იდილიას,
დღეთა რუტინული მიმოქცევის
სადაც მასპინძელი სიკვდილია,
ხოდა ქუჩა-ქუჩა ასე წოწიალით !
ჩემს თავს გავიტან და ესეც რეფლექსია,
როგორც არასოდეს ისე ცარიელი
ვარ და ანუ როგორც ყველა ეკლესია,
დღეში შვიდი ჭიქა ალკოჰოლი
ხელში ოთხჯერ ოთხი ღერი სიგარეტი,
სევდამ უჩემობა რომ ვერ შეამჩნიოს
უკანა კარიდან ჩუმად ვიპარები ! ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები