ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კორნელი ჭყონია
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
6 მარტი, 2016


./.

არაფერია.
სრული სიჩუმე.

მხოლოდ რამდენიმე მტკივნეული ნოტი.
ვბედავ ფიქრს,რომ ამ ყველაფერს თავი დავაღწიო,
რომ ერთხელ და სამუდამოდ დავტოვო მიწა.

მე არ დავბადებულვარ,უფრო სწორედ კი დაბადებისთანავე გამახვიეს თიხის ფენებში და ახლა მიწის სიღრმიდან ვცდილობ სინათლე დავინახო.ყველაზე საჭირო.

მიწას ვერევი უკვე  და მოძრაობა მიჭირს,მთელი სხეული მიწამ წაიღო და მიძნელდება მოძრაობა.ვგრძნობ როგორ შემოდის ჩემთან ყველაფერი ის რაც საუკუნეების განმავლობაში შთანთქა.
ვგრძნობ როგორ ვცდივდები ნელ-ნელა გაზაფხულის მოლოდინში.

უკვე ვეღარაფერს შევცვლი,სამწუხაროა რომ არც კი მომეცა დაბადების საშუალება.

თუმცა ვიპოვი რომელიმე ყვავილის თესლს რომელსაც გულში ჩავიხუტებ.ის დაიბადება ჩემს მაგივრად ჩემი სხეულიდან,ის მაინც შეძლებს ჭეშმარიტი სინათლე იხილოს.

ყოველ დილით მზის ამოსვლამდე ნამად ვიტირებ მე მის ფოთლებზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები