 | ავტორი: კორნელი ჭყონია ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 11 მარტი, 2016 |
ერთ მშვენიერ დღეს,დავტოვე საკუთარი თავი და წავედი. გზად უამრავი რამ თუ ვინმე შემომხვდა, ცხოვრებაში „ყოველ შემთხვევაში ჩემში მაინც“ არ გვხვდება დალაგებული მოქმედება და მოძრაობა ადამიანებისა. ერთნაირად ვხვდებოდი მრუშებს და პატიოსნებს.მკვლელებს და უფრო დიდ და ნამდვილ მკვლელებს. ეკლესიის მსახურებს როგორც მორწმუნეებს ისე პირიქით,რაც შეეხება რწმენას ერთადერთი რაც ჩამოვთვალე და ათი იმდენი კიდევ ენაზე მადგას მაგრამ ყველამ გადასარევად ვიცით და საუბარს აზრი არ აქვს. ერთადერთი ვინც არ შემხვდა იყო ღმერთი.დავდიოდი ქუჩა-ქუჩა,ქალაქ-ქალაქ შემოვიარე ყველაფერი მაგრამ მას ვერსად შევხვდი,გარდა ერთი შემთხვევისა როცა ძალიან დაღლილი წყაროს პირას ჩამოვჯექი,წყალი დავლიე და იქვე ჩეროში წამოვწექი. არ მახსოვს როდის ჩამეძინა მაგრამ ერთი უცნაური სიზმარი კი ვნახე,დამესიზმრა რომ ცომი ვიყავი,სქელი ცოტა ცუდი ფქვისისგან მოზელილი ცომი რომელიც მაგიდაზე დამაგდეს გამოსაცხობად და მერე როგორც ჩანს მზარეულს დავავიწყდი. თავდაპირველად ვიყავი ასე მიტოვებული და ვფიქრობიდ რომ ეს ესაა დაბრუნდება ჩემი შემქმნელი რომელიც ჩემგან რაიმე უგემრიელეს კერძს დაამზადებს მეთქი მაგრამ ამაოდ. დრო გადიოდა და მე ვხმებოდი,აქა იქ ღვინოც გადამასხეს,ხან საჭმლის ნარჩენებისა თუ რაიმე მსგავსითაც ცდილობდნენ ჩემს შემკვას. ძალიან ხშირად კი ჩხუბებს შევსრებივარ,ვუყურებდი თუ როგორ ურტყამდნენ მჯიღებს მაგიდას და როგორ მეცვლებოდა მეც ფორმა ყოველივე ამისგან. დრო და ვითარება მიცვლიდა ფორმას იმის მაგივრად რომ ვინმე მოსულიყო და ეს ახალგაზრდა გემრიელი ცომის ნაჭერი დაემუშავებინა. რამდენიმე ათეული წლის შემდეგ კი მივხვდი რომ არავინ მოვიდოდა,არა იმიტომ რომ ვინმეს დავავიწყდი, არა. იმიტომ რომ მე თავად უნდა შემექმნა ჩემგან რაიმე გენიალური. მე თავად უნდა ვყოფილიყავი და საკუთარი თავი თვითონვე უნდა შემექმნა.
საღამო ხანს გამომეღვიძა,ზაფხულის ცივი საღამო იდგა. ამ უცნაურმა სიზმარმა ერთ რამეს მიმახვედრა პირველ რიგში საკუთარი თავი უნდა მეპოვნა,იქ კი სადაც ადამიანი საკუთარ დანიშნილებას იპოვის, ჰეჰ,სწორედ იქ არის ღმერთიც.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. უბრალოდ ეს ბმული გახსენით და წაიკითხეთ, ხასიათზე მოსაყვანად კარგია. :)
უბრალოდ ეს ბმული გახსენით და წაიკითხეთ, ხასიათზე მოსაყვანად კარგია. :)
4. http://urakparaki.com/?m=4&ID=91598
http://urakparaki.com/?m=4&ID=91598
3. უი ჟანრისთვის არც კი შემიხედავს :დ ეხლავე გეთაყვათ
უი ჟანრისთვის არც კი შემიხედავს :დ ეხლავე გეთაყვათ
2. "ვხმებოდი" - კორექტურაა, არადა, ეს სიტყვა ყველაზე მეტად მეემოციურა ახლა :) საინტერესო რამეა. ჟანრი შეცდომითაა, ხომ?
"ვხმებოდი" - კორექტურაა, არადა, ეს სიტყვა ყველაზე მეტად მეემოციურა ახლა :) საინტერესო რამეა. ჟანრი შეცდომითაა, ხომ?
1. კარგი შედარება იყო ცომთან.
კარგი შედარება იყო ცომთან.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|