 | ავტორი: ფრიდონი ჟანრი: პოეზია 12 მარტი, 2016 |
გუშინ სიკვდილი გავუშვი, გავისტუმრე ჯანდაბაში, ახლა უნდა ქვა იხალოს იმ დაჩონჩხილ გამხმარ თავში.
როგორც იქნა გამინათდა თვალი ღამე ნათენები და ჩემს სულში აგიზგიზდა ის ჩამქრალი სანთელები.
ვიცი შეცდომით დავწერე, მაგრამ მაგარი მკიდია, და არ გეგონოთ,რომ ლექსში მატრაკვეცობა დიდია..
თუმცა ფაქტი სახეზეა, გუშინ კაცმა რაღაც მკითხა, მე პასუხი ვერ გავეცი დამტუქსა და თავად მითხრა:
მიმოიხედე გარშემო ვისაც სურს ბედნიერია, რით ვერ შეიგნე ბეჩავო ცხოვრება მშვენიერია.
გამოიხედე თვალებში, ოცნების ღუზა ჩაუშვი, ყველა გველი და თვალთმაქცი, არ შეიძულო,გაუშვი..
ღმერთი ყველაფერს შეგინდობს, თუ გულით მოინანიებ, მეტი რა გინდა მითხარი? გრძნობას რად ჰყვები წამიერს?
ყოველი წამი გახსოვდეს უფალის საჩუქარია, ,,კბილი არ გაესინჯება იმას რაც ნაჩუქარია''
უმადური ხარ დებილო ვერ ირგებ იმ შენს ტკბილ ქადებს, ყველაფრისათვის ოესოს მადლობა გადაუხადე..
ამპარტავნობა დაძლიე ყოველი ცოდვის სათავე, ელოდე ჯერ ნუ მოიმკი დაუმწიფებელ თავთავებს.
სიტყვები :,,მე შენ გაგიგე'' ტყუილია და გველობა მეგობრობაში მთავარი არის გაგების მცდელობა...
ვფიქრობდი,მე მის სიტყვებზე, მივხვდი,რომ მართალს ამბობდა, მივხვდი,რომ ამდენ ღელვაში ბავშვობის წლები გარბოდა.
მივხვდი რომ ჩალის ფასი ვარ, არარაობა ნამდვილი, არ ვიცი, რატომ რას ვშვრები, საერთოდ რა მაქვს წადილი.
ნდობა დავკარგე საკანის ტერენტი არა სცდებოდა, ვხედავდი ჩემი სტუმარი ღრუბლებს, ნელნელა სცდებოდა..
ჩემს ამოჩქეფილს ვხვდები,რომ როგორც გსურთ ისე გაიგებთ მაგრამ იმედი მაინც მაქვს, სულ ცოტას თქვენთვის წაიღებთ..
აჰა ეს ლექსიც ჩამთავრდა განაწამები რითმებით, არა გთხოვთ სწორად გაიგოდ აქ წარმოთქმული სიტყვები..
ვცდილობ, რადგანაც მომესმა, ცდა ბედის მონახევრეა, ცხოვრება დედისერთაა მაგრამ შანსები ბევრია...
11.03.2016
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. Mადლობა.. :)) უბრალოდ იმიტომ ვხმარობ ეგეთ სიტყვებს ვთქვათ: მკიდია.. რომ არ გაუჩნდეს მკითხბელს პრეტენზია დახვეწილ ლექზე ისეთზე როგორებსაც შენ წერ მელ.ზ. ვერ,, ვქაჩავ'' ჯერ ეგრე იმედია ნელნელა დავხვეწავ.. მადლობთ რომ წაიკითხეთ :)) Mადლობა.. :)) უბრალოდ იმიტომ ვხმარობ ეგეთ სიტყვებს ვთქვათ: მკიდია.. რომ არ გაუჩნდეს მკითხბელს პრეტენზია დახვეწილ ლექზე ისეთზე როგორებსაც შენ წერ მელ.ზ. ვერ,, ვქაჩავ`` ჯერ ეგრე იმედია ნელნელა დავხვეწავ.. მადლობთ რომ წაიკითხეთ :))
4. :)) ამოჩქეფილი :))) გაიხარე :)) ამოჩქეფილი :))) გაიხარე
3. "იმ დაჩონჩხილ გამხმარ თავში." გამამხიარულა :))
სიკეთე ავტორო! "იმ დაჩონჩხილ გამხმარ თავში." გამამხიარულა :))
სიკეთე ავტორო!
2. ნუ გაირჯებით,გახარებული,რომ ვარ მაგიტო დავწერე ეს ლექსი :))) გისურვებთ თქვენც ჩემსავით გაიხაროთ და შემდეგ მიხვდებით თუ რა მითხრათ, რით გამახაროთ... ნუ გაირჯებით,გახარებული,რომ ვარ მაგიტო დავწერე ეს ლექსი :))) გისურვებთ თქვენც ჩემსავით გაიხაროთ და შემდეგ მიხვდებით თუ რა მითხრათ, რით გამახაროთ...
1. მართლაც რომ,რა გითხრათ,რით გაგახაროთ მართლაც რომ,რა გითხრათ,რით გაგახაროთ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|