ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფრიდონი
ჟანრი: პოეზია
15 მარტი, 2016


ერთად ვიყავით

ერთად ვიყავით ჭადრის ქვეშ მაშინ
იყო ნათელი ღამე,
მეუბნებოდი ხმა ამოიღე
ჩუმად რატომ ხარ?მოთხარი რამე.
ერთად ვიყავით და შევყურებდით
ვარსკვლავთ კაშკაშა ცაზე,
მისი სინათლე მკრთალად ელავდა
მაგ შენს წაბლისფერ თმაზე..
ერთად ვიყავით,ზეცა მიგვაჩნდა
ჩვენს უპირველეს ღმერთად,
რომელიც ასე გავიმედებდა,
კვლავაც იქნებით ერთად...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები