ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფოული
ჟანრი: პოეზია
27 მარტი, 2016


"დაგვიანებული აღსარება"

მე ვაგვიანებ,
ვაგვიანებ
დღისით თუ ღამით,
შენთან მოვედი
ადრიანად თუმცა წვალებით,
ჩვეული კითხვით:
რა იქნება რომ ერთი წამით
ჩემი ცისთვისაც შეგეხედა შენი თვალებით ?
რამდენჯერ მქონდა კვდომა დავარდნილს,
რამდენი მძიმედ ასატანი  ტვირთი მიწიკავს
და ვერ გავბედე,
მეთქვა ჩემი საქმე არ არის
სიბერე
რადგან სიყვარული უფრო მიზიდავს,
რომ არაუშავს თუ კი კვლავაც მცირედი მერგო
მთავარი არის შინაგანად
დავრჩი უცვლელი,
შენი სტატუსი წარსულიდან იქნება ეგო
ჩემი კალენდრის
სისხლიანი ერთი ფურცელი,
ალბათ მომიწევს გარეთ გასვლა
რადგან შემდეგი,
შეშლილი ვხდები
და მშრალ ასფალტს ვანაგვიანებ,
სუიციდმა ვერ გამოიღო თავის შედეგი !
ირონიაა რომ
სიკვდილსაც დავაგვიანებ .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები