ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეროლაინი
ჟანრი: პოეზია
12 ივნისი, 2016


შენი დავიწყების…

შენი დავიწყების
ყოველი მცდელობა სასაცილოა,
სასაცილოა, როგორ ვცდილობ არ გავიარო ქალაქის იმ ქუჩებში
სადაც ერთად ვყოფილვართ,
სასაცილოა ყველა ჩაუცმელი მაისური თუ ტანზე  არ მორგებული კაბების გროვა.
სასაცილოა გადადებული შეხვედრები საერთო ნაცნობებთან
და საწოლიდან გაგდებული შენი დაფარებული საბანი.
მაგრამ ყველაზე სასაცილო მაინც მე ვარ უშენოდ…

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები