| ავტორი: ანუ ჟანრი: პროზა 13 აპრილი, 2016 |
ქალი ძალიან დაიღალა, ფიქრით დაიღალა ... ფიქრობს და იღლება... იღლება და ფიქრობს... ბავშვობის ზღაპარი ახსენდება მოთმინების ქვაზე, აი ის მოთმინების ქვაც რომ სკდება ამდენი მოთმინებით, თუმცა ის ზღაპარია და ყველაფერი მაინც კარგად მთავდება, მოთმინების ქვის გახეთქვას იქ უფლიწული ესწრება, მომთმენის ტანჯვა-განსაცდელსაც ხვდება და ცოლადაც მოყავს, აქ კი ტანჯვა-განსაცდელი ,,უფლიწულის,, წაყოლის მერე დაატყდა თავს, ან უფრო სწორი იქნება ,,უფლისწულის,, წაყოლით, უფრო უფრო სწორი კი ,, უფლისწულმა,, დაატეხა... იცინის ... ძლივს მიხვდა, ძლივს გააანალიზა რაც მოხდა... და იცინის ... სასოწარკვეთილი იცინის... ტელეფონს იღებს და რეკავს... ¬_ გამოდი, ცუდად ვარ... _რა მოხდა ? _წავიდა... _ეგ ხომ ერთი კვირის წინ წავიდა, ჩამოვიდა და ისევ წავიდა ? _ არა, ეხლა მივხვდი რომ ერთი კვირის წინაც სულ წავიდა... _ეგ როგორ? _როგორ და რომ წავიდა ფული წაიღო, ეხლა გზაში მჭირდება და რომ ავალ გამოგიგზავნიო, ძლივს შენახული ოქროც წაიღო , გავყიდი და ამასაც შენ გამოგიგზავნიო, რა ვიცი რაშიდაგჭირდებაო, თან იცოდა არც წამალი მქონდა დარცენილი და არც ფული, ერთი კვირაა ყოველდღე ვურეკავ და ყოველდღე მეუბნება ამ საღამოსო, აუცილებლადო ... _ვერ ხარ კარგად, ერთი კვირა უფულოდ და უწამლოდ როგორ გაცერდი, როგორ არ მითხარი, თან სულ გეკითხებოდი, ხომ არაფერი გჭირდებოდა? _ მრცხვენოდა... _ჩემი? _ყველასი... ტელეფონი გათიშა, ცრემლები ყელში აწვებოდა და არ უნდოდა ვინმეს დასანახად, არა უფრო სწორი იქნება ვინმეს გასაგონად ეტირა, თუმცა მაინც ნახა ატირებულ-აბღავლებული. ტელეფონის გათიშვიდან რამოდენიმე წუთში მოვიდა ... მერე რა რომ მისი საუკეთესო მეგობარი იყო, ასეთი გატეხილი არავის არ უნდოდა რომ ჩვენებოდა... ისტერიკა დაემართა, მიხედავად იმისა რომ ძალიან მშვიდი იყო... თუმცა ეგ ადრე იყო მშვიდი, თორემ ოჯახის შექმნის მერე ის სიმშვიდე ნელ-ნელა ტყდებოდა... თავიდან პატარა ნაწილებით დაიწყო მოტყდომა, მერე მოტეხილი ნაწილები გაიზარდა და ბოლოს მოტეხილი უდრო დიდი იყო, ვიდრე სულში დარჩენილი... მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ტყდომა დიდხანს გრძელდებოდა, მაინც გვიან მიხვდა გატეხილი რომ იყო... გატეხილი იყო არა მარტო მისი სიმშვიდე, გატეხილი იყო მისი სიამაყე, მისი ღირსება... თითოეულის მოტეხვაზე ასე ფიქრობდა : არა უშავს, სხვას ხომ არ დაუნახავს , მხოლოდ მე ვიცი, რას ვთმობ, რის ფასად ვთმობ, რისი შენარჩუნებისთვის ვთმობ... ოჯახი მინდა, შვილებისთვის მინდა, საზოგადოებისთვის მინდა... ყველა აგდებით შემომხედავს, აქ ხომ საქართველოა... კაცები სურვილით შემომხედავენ, აქ ხომ საქართველოა... ქალები სიძულვილით,აქ ხომ საქართველოა... თუმცა ეხლა მიხვდა რომ შეეშალა, ასეთი ფიქრით შეეშალა, აღარც ოჯახი აქვს, აღარც საზოგადოებრივი მდგომარეობა, აღარც თვითონ არის ერთი მთლიანობა... სადღა იპოვის იმ ნატეხებს, ასე სათითაოდ რომ კარგა...ხშირად ტკივილს ითმენდა, შიმშილსაც ითმენდა _ეს ფიზიკური... ახლობლების უნახაობასაც ითმენდა, კინოზე და თეატრზე , ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო_ ესეც სულიერი _რატომ ითმენდი, რატომ ? _ ეს მეგობარია, თურმე ყველაფერი მოუყოლია... _კი ვამჩნევდით რომ ნელ-ნელა იცვლებოდი, მაგრამ ამხელა პრობლემებს მარტო როგორ უმკლავდებოდი, სამსახურს თავი როგორ დაანებე, ასეთი მატერიალური გაჭირვების ფონზე? _ეჭვიანობდა... _კარგი ის ნივთები ნელ-ნელა გაყიდე, თავის გასატანად, შენი სახლი მაინც რაღატომ ? _ეჭვიანობდა... _სახლზეც? -ჰო, ყველაფერზე, რაც ჩემს სილაღეს უკაშირდებოდა... თუმცა ეხლა მივხვდი, მას ჩემი გამოყენება უნდოდა და გამოვადექი, ამ გამოდგომაში კი მე გავტყდი, გატეხილი კი აღარ ვჭირდებოდი, შეკოწიწების სურვილიც კი არ გამოუთქვამს... _ჯერ არ წასულა ესე იგი, თუ ისევ დაპირებებს გაძლევს... _ დაპირებებით მიმიყვანა ამ მდგომარეობამდე, მისი პირობის გატეხვით ხომ მე ვტყდებოდი... ძლივს მივხვდი და ძლივს დავამთავრე... მგონი…
კაცი _ჯერ, ერთი კვირაც არაა, რაც ჩამოხვედი და მიდიხარ უკვე შე კაცო ? _აპა, რა ვქნა ბიძაჩემო, ცოტა რამე ხომ მაინც გავაკეთე ამ დასაწვავში, ვერ ვტოვებ ისე, მრცხვენია ჩემი წინაპრების, გადაბრუნდებიან საფლავში, ეს მიწა რო არ მოვჩიჩქნო, თუმცა რა სარგებელი მაგისგან მაქ, მარა არ შვება ეს ოხერი გული, არადა დემენგრა ოჯახი, არ იცის იმან აქ რო ჩამევედი, მაგას გონია საქმეზე წევედი ფოთში, ვუთხარი იქნება და შეპირებული სამსახური ვნახოთქვა, _რას ლაპარაკობ შენ, აპა ქე გიშლის აქანა ჩამოსვლას? _ ჩამოსვლას კი არა და ლაპარაკსაც მიშლის, ,, აქცენტით ნუ საუბრობ, საზოგადოებასთან , სირცხვილია,, ო_გაცინა და გაეცინა... ,, ასეთი კილოთი რომ მნახოს, ხომ საერთოდ ამომშლის სიიდან, არადა მინდება აქ ასე მოქცევა, უფრო ვიახლობლები ამ მიწას ასეთი,,- გაიფიქრა... _იქნება მოახერხო ისევე ჩამოსვლა ამ დღეებში, დათესვა უნდა ამას... _შევეცდები , შევეცდები, ახლა წავალ დევიძინებ და ხვალ ადრიანად გოუყვები გზას ...ეეჰ... ამოიხვნეშა გულდამძიმებულმა, გამობრუნდა და თავის ძველი სახლისკენ წამოვიდა... ძველი იყო და ძალიან უყვარდა, სიძველით უყვარდა, სიბერით უყვარდა... რა ექნა , ვერ მოერგო ქალაქელის ცხოვრებას და ქალაქელ ცოლს, ვერ შეეგუა მის წრეს... თავბრუ ეხვეოდა, გული ერეოდა ამდენ სიყალბეზე, ისინი კი ამას კარგ აღზრდას ეძახდნენ... თფუი, ამპარტავნებისგან ვერ გაერციათ სიამაყე და ღირსება... თვითონ სოფლიდან ჩამოტანილ ლობიოზე და მჭადზეც მშვენიერად გადაივლიდა, ცოლი კი ამ დროს იძახდა საჭმელი არ გვაქვსო... თვითონ ერთი შარვლით და ერთი მაისურით ივლიდა ყველგან, ცოლი კი ახალი ტანსაცმელის გარეშე ფეხს არ მიადგამდა არცერთ ახლობელთან... გაუჭირდა. დაიბოღმა, იჩხუბა და შენ ჩემ სამსახურზე ეჭვიანობო და სახლში დაჯდა... სახლიც გაყიდა , მკურნალობა ძვირი ჯდება და შვილი უნდა გავაჩინოო , და იმდენ ნემსები იკეთა რომ, დაიავადა თავი, მეც შვილი როგორ არ მინდა, მაგრამ ღმერთს თუ უნდოდა თვითონ მომცემდა, ბუნებრივად... რად უნდოდა ამდენი ამბავი ამას... ფულიც უცებ დაიხარჯა, არცეთი არ მუშაობდა და აბა რა იქნებოდა... ხვალ ფოთში წავალ ბიძაშვილთან, სამსახურს არი შეპირებული და პირობას თუ არ ასრულებს ცოტა ფულს მაინც გამოართმევს, არც ამ ოქროს გაუყიდის და შეირიგებს , აბა რას იზამს... ისე რა კარგი იქნებოდა იმ ზღაპარში როა, ცოლს სამჯერ რომ აგზავნის საზამთროს ამოსატანად დასამჯერვე ერთი და იგივე საზამთრო რომ ამოაქვს ხმისამოუღებლად... ე, ასეთი ცოლი უნდოდა ზუსტად...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. რაღაცნაირად უჩნაური და უჩვეულოა. ცალ-ცალკე ორივე მართალიაო, ხომ გაგიგონიათ და ასეც არის. სწორედ გიფიქრიათ ყველაფერი, კი. რაღაცნაირად უჩნაური და უჩვეულოა. ცალ-ცალკე ორივე მართალიაო, ხომ გაგიგონიათ და ასეც არის. სწორედ გიფიქრიათ ყველაფერი, კი.
1. საინტერესო იყო, მაგრამ დაუმთავრებელს ჰგავს,თუმცა სათქმელი ნათქვამია. :)
საინტერესო იყო, მაგრამ დაუმთავრებელს ჰგავს,თუმცა სათქმელი ნათქვამია. :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|