ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამო_ხევსური
ჟანრი: პოეზია
9 იანვარი, 2009


საკვირველია, მაგრამ არც მიკვირს

დამკარგე..
თუმცა ისევ მოგელი..
მაგრამ რა?
აღარ დამიბრუნდები..
ახალ წლის დილა უხმოდ გათენდა..
ატმისფერ ზეცას სცვივა გუნდები..
ირგვლივ ღიმილი..
სითბო..
სილაღე..
მონიტონური ლოცვა ფრაზები..
უძრავად მჯდარი ჩემი სხეული,
სახის ნა ზ კანზე
ცრემლის ხაზები...
სადღაც ჩანჩქერი მოსწყდება კლდეებს
და დარდიანი თავს აკლავს ლოდებს..
მშურს გულში სევდას რომ არ იტოვებს,
სეტყვად მოშხუის
და მოთქმით გოდებს..
დამკარგე..
თუმცა ვიცი არც ნაღვლობ..
და ეს მწყინს ახლა
ყველაზე მეტად..
საკვირველია,
მაგრამ არც მიკვირს,
ბედმა ამისთვის რად გამიმეტა?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები