ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფოული
ჟანრი: პოეზია
22 აპრილი, 2016


პალატა N-25

ეხლა ყველაფერი უკვე 
სხვაგვარია,
არის ორი კარი ერთი განაჩენი
გაქრა იმედები თუმცა
ნაგავია,
ყველა ვინც კი თქვა
რომ ვეღარ გადარჩები,
ირონიაა რომ წლები მაშიშვლებენ
სულის გასათბობად რჩება
წერტილები
ადრე შენს ოთახში დები არ მიშვებდნენ ,
ეხლა იმათ ნაცვლად
დგანან ექიმები !
ვყლაპავ დახშულ ჰაერს,
ტივივით
მშთანთქეს დინებებმა
შენ კი ირიბად,
ნახევრად ნანახი ფენტეზი ფილმივით
მიტოვებ საშინლად ლაკონურ
ინტრიგას,
ესეც პოლემიკის მწვავე საგანია
არის მოგონება მძიმე და თან სველი,
ეხლა ყველაფერი უკვე
სხვაგვარია,
დარჩა ერთი კარი ისიც გასასვლელი
და რა მარტივია ერთი შემოხედვით
ცრემლი მომერია
ცოტაც რომ გიყურე,
შენ კი იმ კარიდან ჩუმად შემოხვედი
მთელი არსებით რომ
უკან მოვიხურე ! .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები