 | ავტორი: სელინი ჟანრი: პროზა 24 აპრილი, 2016 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ყოველღამე უძირო მორევი მშთანთქავს და ძილის ტალღებზე დრეიფის შემდეგ, დილას, სევდიანი ერთფეროვნების ნაპირს ვადგები. ცხოვრება ჩვეულ კალაპოტში შედის და ცოფიანი დინებით გააზრებული აბსურდის მოლივლივე ნაწილაკებს მიღმა მიმაქანებს. გარშემო კოშმარული სიზმრების მატერიალიზირებული ფრაგმენტები დაფრინავენ. საიდანღაც, საყოველთაო გულგრილობის ქვეშ გასრესილი არსების შემზარავი ყვირილი ისმის. გენიტალიური გამონადენებით მსუნთქავ ქუჩაზე ხვალინდელი ტანჯვა ტრიალებს, შეფუთული შავი კვამლის სუდარაში, რომელიც იმ ქარხნებიდან ინთხევა, სადაც კაცობრიობის მომავალი იხარშება. ეკლესიის შპილებზე ჩამოცმული სულები ყოველი ზარის შემოკვრისას არფის სიმებივით რეზონირებენ, რომელიც გადამდნარი ავტომატებისგან და ტანკებისგანაა ჩამოსხმული. გათავხედებული მორწმუნეები, რომელთაგანაც სიწმინდე ასხავს როგორც წალა მუწიკიდან, რელიგიოზური ექსტაზის შემოტევისას ათეისტებს სატანური ეკზეკუციის მოწყობით ემუქრებიან. ასტრალური ჭიები სილიკონური მანეკენების მყრალ აურას ღრღნიან და მათ შიგნიდან ჭამენ. რქიანი პირუტყვები ადამიანურ იერს იღებენ და სიტყვებს წარმოთქვავენ, რომლებიც ჩირქითა და შხამით ემანირებენ, რის შემდეგაც ყოფიერება ყირავდება და საკუთარი თავის ღებინებას იწყებს. მჩხვლეტავი ვარსკვლავებისგან გაგლეჯილი ცის სისხლმდენი შიგნეულობა ცისფერი ფარდითაა ჩამოფარებული, საიდანაც ჯვარცმული, აალებულ გვირგვინიანი მზე იჭვრიტება. მის ყველაზე გრძელ ეკალზე, როგორც შამფურზე ჩვენი პლანეტა იწვის, ეკვატორის სამგლოვიარო ლენტით შემოჭერილი, რომელზეც მალულად დაცოცავს ყოველდღიურობის კოშმარი. ტყვიებით გახვრეტილი, დანებით დაქუცმაცებული, გადაჭრილი ვენებისგან დაწნილი გირლანდებით მოფენილი, მთლიანად ნეონის ლამპიონებში, შეუჩერებელი პორნო კადრებით მოელვარე შარავანდედით, კისერზე ბერმუხა ჯვრით და ვირის ყროყინის თანხლებით, არხეინად დასეირნობს და მღერის ცხოვრების მხიარულ ჰიმნს. მისი ვიბრაციით გამოწვეული ნიავი დაცარიელებული ეკლესიების ჭიშკრებს აღებს. შიგნით შევარდნილი ქარი სანთლებს აქრობს და ტაძრების დამშეულ მუცლებს შმორიან სარდაფებად აქცევს. ბოლის მძიმე, ბლანტი სუნი ჰაერს ავსებს, რის გამოც წმინდანები ხატებზე ლოცვებით არწყევენ. შემდეგ ხატებს ძვრებიან და თავქუდმოგლეჯილები ადამიანთა სულების გადამდნობი ფაბრიკებისკენ ეშურებიან, სადაც მილიარდი სინათლის წლიანი სიგრძის ვარსკვლავთშორისო ხიდების საშენ მასალას გამოიმუშავებენ. მათი მეშვეობით ღმერთი თავის მამულს მარტოხელა ჰერცოგივით გარს უვლის, რომელიც ცარიელი სასახლის ოთახებში ლამპარით დააბიჯებს. ღმერთს ლამპარს მთავრე უნაცვლებს, რომელსაც გალაქტიკის შემოვლისას ცის კაუჭიდან ხსნის. ანგელოზთა ექსკრემენტების მეტეორული ნაკადი სამოთხის ტუალეტებიდან იწყებს ჩამოქცევას, სამყაროს სივრცის გავლით, რომელიც მისი შემქმნელის სიზმრებისგანაა მოქსოვილი. პლაზმოსფეროს მიღწევისთანავე ფეკალიები ღვთიურ მანად გარდაიქმნება, რომელიც გარდაცვლილი ოცნებებისა და იმედების სუდარაში გახვეულ მიწას სეტყვით ნამავს. ნათესებიდან ხეები აღმოცენდებიან, რომლებსაც ჯვრების საკეთებლად იყენებენ. ერთ-ერთ მათგანზე დღემდე სისხლი სდის კაცობრიობის მთავარ პირმშოს, რომლის ჩრდილიც მსოფლიოზე ისე კიდია, როგორც ტრაკი უნიტაზზე. სისხლიან გუბეებთან აფთრებზე ამხედრებული სერაფიმები მორბიან და საეკლესიო საგალობლების ფონზე მათ ლოკვას იწყებენ. და ყველა ხარობს. ლაჟვარდოვანი მთვარეც კი, რომელიც გატყავებულ სახეს წააგავს, თავისი უკბილო პირით ხარხარებს. მას ვარსკვლავების ფერხული უერთდება. ზეიმის ხმა ღმერთამდეც აღწევს, რომელიც ტახტზე ზის კოსმოსის მთის სასახლეში. ღრუბლების ფარდას სწრაფად წევს, დურბინდს იღებს და საკუთარ ქმნილებას ათვალიერებს. როცა ხედავს თუ რა სიზუსტით სრულდება მისი ნება, თვალზე სიხარულის ცრემლი ადგება. აღწევს სააღმსარებლოებში, სადაც მღვდლები ჯვრის ფორმიანი ვიბრატორებით მეძავების ვაგინებიდან ცოდვებს ფერთხავენ. უყურებს კორპუსების ფანჯრებს, რომლის უკანაც შეიძლება იყოს კამერა სიკვდილმისლიჯით, რომელიც ლუსტრაზე სახრჩობელას ამაგრებს. ტკბება საომარი ბატალიებით. შუბლებს მზერით ხვრიტავს. კითხულობს აზრებს. იხედება ადამიანთა სულის უბორნიებში, რომელთა უნიტაზების ფსკერზეც ტრაკში გამოსმული ბიბლიის ფურცლები ტივტივებენ. აგროვებს მათ, აწეპებს, აკეთებს გლამურულ ჟურნალს, სწრაფად ათვალიერებს და ხურავს. ჭმუჭნის, ქმნის ბურთისდა მაგვარს, ისვრის მოპირდაპირე მთისკენ და პირდაპირ ალაჰს არტყავს დანაოჭებულ სიფათში, რომელიც იმის შემყურე თუ რას უშვებიან მის მოდგმას ატომური ცრემლებით ქვითინებს. მალე მუჰამედს დედამიწაზე გამგზავრების განკარგულებას მისცემს. როცა ქრისტესთან და ბუდასთან ერთად ისინი “კარგი, ცუდი, ბოროტიდან” სცენას გაითამაშებენ, მორიკონე თავის უკანასკნელ შედევრს დაწერს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ეჰ, სელინ, სელინ, აპროტესტე, აპროტესტე, აპროტესტე რაცხა და ბოლოს შენ თვითონ მიგპროტესტა საიტმა:))
შეცვალო ძამა ჟანრი უნდა(უმჯობესია ქორეოგრაფიაში სცადო ბედი(საინტერესო სანახავი იქნება(ღმერთმანი))):D ეჰ, სელინ, სელინ, აპროტესტე, აპროტესტე, აპროტესტე რაცხა და ბოლოს შენ თვითონ მიგპროტესტა საიტმა:))
შეცვალო ძამა ჟანრი უნდა(უმჯობესია ქორეოგრაფიაში სცადო ბედი(საინტერესო სანახავი იქნება(ღმერთმანი))):D
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|