ყოველივე ადამიანური ქრება მისი სახიდან, მალე ის გალღვება ჭაობის მწვანე სიბრტყეში – დარჩი! ჩემო შეშლილო სიყვარულო!!!
ჯიმ მორისონი
ხათუნას
ერთხელ ყაზბეგზე მივდიოდი და ჩაგიარე, მინდოდა ჩაგხუტებოდი, მაგრამ მომერიდა, სახლში რომ მივედი ტირილით გავსკდი, შემდეგ კი ბევრი ვიცინე, რა მიამიტი ვარ ღმერთო.
მე ისე მიყვარხარ მსურს არასდროს გქონდეს ცრემლები თვალებზე, მინდა არ მუშაობდე და 1000 დოლარი პენსია გქონდეს ან გავიტანო საქართველოს ბანკი და მთელი ფული შენს ანგარიშზე გადმოვრიცხო. ახლა ამას, რომ ვწერ ჩაკეტილ ოთახში ვზივარ, ვტირი და ვცდილობ შენზე ფიქრები ქრისტეს მოვუყვე. მინდა არასდროს წახვიდე, 100 წლის შემდეგ მე-10 თაობას გელოვანის პარკში ასეირნებდე.
ანას შენ მუდმივად მიქნი დისკომფორტს, შენ დედა ხარ ჩემი, შენ და ხარ ჩემი, შენ მეგობარი ხარ ჩემი და უფრო მეტიც, მაგრამ ყველაფერს ვერ გეტყვი.
მე მინდა მოვკვდე შენთან, ღამე - ზედმეტი დოზით, და სიკვდილის წინ ნაზად გეფერებოდე მარცხენა მკლავზე.
შენი თვალები ჩემი გულებია, შენი ფიქრები ჩემს სულში სხდებიან. ღამე ძილის წინ ვფიქრობ, რომ მესია ხარ ჩემი სულის.
როცა ვსვავთ ლუდს, მსურს ერთად მოვკვდეთ მიუნხენის ავიაკატასტროფაში, და შემდეგ ერთად დაგვამარხონ ზღვის პირას, ნორვეგიაში.
ჩემს თავს
დავიღალე, ჩემი მოსმენა არავის უნდა, მე აღარავინ მყავს, მე ჩუმად ვკვდები ჩემს ოთახში, მტრედები სხდებიან სარეცხის თოკებზე, ფანჯრის რაფებზე, ჩემს ძველ დახეულ წიგნებზე და მთხოვენ საკენკს. მე აღარავინ მყავს თეთრი მტრედების გარდა, ჩემი ტვინი დაიღალა, მშიერი ხალხის ყურებაში, მინდა წავიდე იქ სადაც სამოთხის და ჯოჯოხეთის გზები იყოფა. ყველაფერი სიყვარულის და უსიყვარულობის ბრალია და ჩემი ბრალიც, რომ დავიბადე, და ღმერთს ძილის წინ სიტყვა ვერ ვუთხარი, ენა დამება. ჩემს სიკვდილამდე დარჩა სამი დღე, და თავს მოვიკლავ კაშნეთი, როგორც ირაკლი კოსტავამ.
თათოს შენი სახე მორიდებული, შენი შვილები, შენი დაქალი და მისი შვილი, თქვენ სეირნობდით, აინთო მწვანე, მე დავიღალე ემოციებით და მინდა მოვკვდე. ნუ ვნახავ შენს მესიჯებს Facebook-ის ჩათში, მათ მიწერე, ვინც მეტად გიყვარს.
დანიკოს შენი ლამაზი დედა გყავს და მამა, რომელსაც უყვარხარ, არაფერია ამაზე კარგი, მგონი.
ნიკოზის რამდენჯერმე გნახე და გაკოცე, მაპატიე, რომ დამავიწყდა ჩახუტება, მართლა ძალიან მიყვარხარ უბრალოდ ეს შენთვის სისულელეა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ეროვნული ბანკის გატანა ჯობია. იქაა ფული.
ეროვნული ბანკის გატანა ჯობია. იქაა ფული.
5. ტაკ.. ზუსტად მინდა ვთქვა რასაც ვფიქრობ და დაღლის ბრალია ან არ ვიცი რისი, მაგრამ. . მგონი მივაგენი. . წინა ზაფხულს 1 დღე და ღამე გზაში ვიყავი. . არც ნაცნობი მყავდა ვინმე არც უცხო. მაშინ გამახსენდა რომ კაჭარავას წიგნი მქონდა ზურგჩანთაში. მთელი ღამე ვკითხულობდი და გზაც ასატანი გახდა. . გადავხედე ბობის ნაწერებს და აი ის განცდა დავიჭირე, რაც კარლოს დროს. . ასე მგონია სიყვითლეშეპარულ ფურცლებზე უნდა წერდეს ეს ავტორი და ოთახში მსუბუქი ნესტის სუნია. ძველი თბილისი ან ინგლისი. თამბაქო და ჭიქაში დარჩენილი ცოტა ალკოჰოლი. . რაღაც ამის მსგავსი ან ეგრე მეგანწყობება.. ჰო, სახლში ძველი ავეჯი და შემოსასვლელში ოვალური დიდი სარკე.. წავედი ჩემი განწყობიანად
წარმატებები ავტორს ტაკ.. ზუსტად მინდა ვთქვა რასაც ვფიქრობ და დაღლის ბრალია ან არ ვიცი რისი, მაგრამ. . მგონი მივაგენი. . წინა ზაფხულს 1 დღე და ღამე გზაში ვიყავი. . არც ნაცნობი მყავდა ვინმე არც უცხო. მაშინ გამახსენდა რომ კაჭარავას წიგნი მქონდა ზურგჩანთაში. მთელი ღამე ვკითხულობდი და გზაც ასატანი გახდა. . გადავხედე ბობის ნაწერებს და აი ის განცდა დავიჭირე, რაც კარლოს დროს. . ასე მგონია სიყვითლეშეპარულ ფურცლებზე უნდა წერდეს ეს ავტორი და ოთახში მსუბუქი ნესტის სუნია. ძველი თბილისი ან ინგლისი. თამბაქო და ჭიქაში დარჩენილი ცოტა ალკოჰოლი. . რაღაც ამის მსგავსი ან ეგრე მეგანწყობება.. ჰო, სახლში ძველი ავეჯი და შემოსასვლელში ოვალური დიდი სარკე.. წავედი ჩემი განწყობიანად
წარმატებები ავტორს
4. რაღაცნაირია ეს ავტორი. სულ მეღიმება რომ ვკითხულობ (კეთილად ცხადია:)
წარმატებები
რაღაცნაირია ეს ავტორი. სულ მეღიმება რომ ვკითხულობ (კეთილად ცხადია:)
წარმატებები
3. 100 წელი 5 თაობაა მგონი)) 100 წელი 5 თაობაა მგონი))
2. ჰო. +4 წარმატებები. ჰო. +4 წარმატებები.
1. სარანგულებია) სარანგულებია)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|