ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კორნელი ჭყონია
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
17 მაისი, 2016


ოოო .!

საინტერესოა ეხლა მე რომ პირველად ვიღებდე ხელში კალამს,დავწერდი თუ არა რაიმეს.
ან თუ დავწერდი,რა იქნებოდა,ან რაზე იქნებოდა ეს.

არ იქნებოდა ეს პოეზია რადგან,სადღაც გულის მიყრუებულ კუნჭულში კიდევ შემომრჩა ნამუსი.არ დაწერა ჯობია საერთოდ,მერე მასების წინაშე ყველა ხერხით თავის მართლებას დაწერის მიზეზებზე.

დავწერდი ალბათ ვრცლად და უსასვენნიშნოდ. ალბათ ისე როგორც ვფიქრობ.
არ დავწერდი სიყვარულზე,
ან იმაზე რომ შენ მიმატოვე და ვიცი რომ აუცილებლად დამიბრუნდები.
არა . ეს სისულელეა. წასულები უკან აღარ ბრუნდებიან.
უბრალოდ ჩვენ გამბედაობა არ გვყოფნის ამის გაფიქრებად,სწორედ ამ გაუბედაობამ დაგვაკარგვინა ისინი.

არ დავწერდი რწმენაზე ან იმაზე თუ როგორ უნდა შევუნდოთ ყველამ ერთმანეთს,როგორ უნდა ჩავეხუტოთ ერთმანეთს,მამაკაცები და ცისფერები. ეკლესიის წევრები თუ ანტები რომელსაც სიყვარულით თავს ვუჭეჭყავთ,არა ეს ხომ ასე გაცვეთილია. თან ყალბი ვიქნები.
მე ვფიქრობ ეს პირადულია და არც ჩვენი ასეთი დამცველობითი ფორმა მგონია ნამდვილი, ჩვენ რომ ეკლესიის მიმართ ვიჩენთ,თუ მართლა გვინდა დავეხმაროთ ეკლესიას მაშინ საკუთარ გულებში ჩავიხედოთ და გავასუფთაოდ გულის კედლები რომელზედაც უამრავი სისაძაგლე მიგვკრობია.

როგორც ჩანს ეგოიზმზე დავწერდი ბევრს,ოღონდ შეფარვით,მზაკვრულად, თქვენ რომ იფიქრებთ აი ადამიანი რომელსაც ტკივა ან წუხს ჩვენი ტკივილით და ერთი სული აქვს როდის გვიშველის-ო. მე კი ამ დროს ამპარტავნული ღიმილი მექნებოდა სახეზე,რაც ალბათ ნამდვილი იქნებოდა ვიდრე ჩემს გვერდზე უამრავი „მეგობარი“ თავიანთი „ლაიქებით“.

არაფერს დავწერდი ნამდვილი მკითხველებისთვის,ჯვარი წერიათ სწორად შემფასებლებს.
მკითხველი რომ გახდეს ადამიანი უნდა იკითხოს,კითხვაში იმას არ ვგულისხმობ რასაც გვავალებენ ამა თუ იმ დაწესებულებებში,არც იმას მეგობრები ან გარე „კეთილმოსურნეები“ რომ მოგვაჩეჩებენ,არც მხოლოდ ფურცლებიდან ვიკითხოთ.
არა,კითხვა პირველი ჩვენი თვალებიდან იწყება,აი დავდგეთ უნდა,უფრო სწორედ უნდა შევძლოთ ერთმანეთის წინაშე დგომა და თვალებში ჩახედვა. აი სად ამოვიკითხავთ იმას რაც გვჭირდება,ამოვიკითხოთ რის თქმას ცდილობენ ჩვენი ხელები ასე გაშმაგებით,
რა გვრჩება უთქმელი.
ხშირად არის მომენტი როცა გვჭირდება,კითხვის ხელმეორედ გამეორება,რათა საუბარი დავიწყოთ,
რომ მოვყვეთ ათასჯერ დალაგებული წინადადებები,
იმის მოლოდინში,
რომ ვინმე მოვა და არ მოგვცემს იმის საშუალებას რომ ისევ ვიცრუოდ,
ვითომ და ყველაფერი კარგადაა.
არა სინამდვილეში არაფერია კარგად,და არც არასდროს არ იქნება,რა შუაშია აქ პესიმიზმი,უბრალოდ საკუთარ თავს შეხედეთ
სად უნდა იყოთ და სად ხართ.
დაანებეთ ცხოვრებას თავი,არ შეიძლება მასზე ყველა მოსიარულე გვამმა ხელი შეაწმინდოს.

ალბათ დავწერდი ადამიანებზე,ნამდვილ ადამიანებზე რომლებიც სულ რამდენიმე შემორჩა იმათგან ვინც წლების,ან საუკუნეების უკან მოვკალით,
სწორედაც რომ ჩვენ მოვკალით რათა ისინი ყოველ წამს გვახსნებდნენ საკუთარ უადგილობას.

დავწერდი ალბათ იმედზე,არა ისეთზე ომში წასული დედა რომ ელოდება საკუთარ შვილს,
არა, ისეთ იმედზე დავწერდი,ომში დაღუპული შვილის დედას იმ ქვეყნად შვილთან შეხვედრის იმედი რომ ექნება.

უამრავი რამ არის ალბათ სათქმელი,თუმცა რაც დავწერე უკვე იმანაც ბევრი ემოცია აღძრა,შენში ძვირფასო მკითხველო.
ალბათ ცოტა იქნება ისეთი ვინც ამას სწორად გაიგებს და ემოციებს არ აყვება,ემოციებს რომლებიც კარგს არაფერს მომიტანს.
არაუშავს არის ჭრილობები რომლისგანაც სისხლი უნდა წამოვიდეს რომ სიცოცხლე შეიგრძნოს ადამიანმა.

და თუ აქ მოყვანილ მაგალითებს დავუჯერებთ ამდენიც არ უნდა დამეწერა.

პატივისცემით. თქვენი მონა მორჩილი .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები