 | ავტორი: ალოჰა ჟანრი: პროზა 29 მაისი, 2016 |
სხეული სულის პერიფრაზია, ნება მომეცით დავბრუნდე სახლში.
სულში იბუდებს ქალაქის სიჩუმე. გონებას მოედო შავი ღრუბელი...
ეკლესიის წინ, არ დაფიქრდი ქრისტეს ვნებაზე, არ გამოისახე პირჯვარი და მოუსმინე ჩიტების გაღვიძებას..
არ დამაძინო, არ დამაძინო, არ დამაძინო დედა!
დიდი პირის ღრუ, შავი პირის ღრუ, მოდის თვალები ავი უფსკრულით,
არ გამაღვიძო, არ გამაღვიძო, არ გამაღვიძო , თითქმის მივედი დაბადებისას..
ჭიკჭიკი, ჭიკჭიკი.... ხავილი ხალხის... გამოღვიძების ევთანაზია.
გამოვიგონე, გამოგიგონეს, გამოიგონეს ... მერე ადიან ცაში მიწიანი ხელები.....
გთხოვთ, ნუ არღვევთ სიჩუმით ხმაურს!!!
ლურჯო აქლემო, ჩემო აქლემო, გადმოაფურთხე ზედმეტი ნერწყვი.
ჩემო აქლემო,ლურჯო აქლემო, შენ ერთადერთმა იცი მოწყენა, იცი რა არის წოლა წასვლამდე, დიდ უდაბნოში, შავ უდაბნოში,
კვამლმა მოუტანა ამბავი ადუის და გაყვითლებულ კბილებზე შერჩა ვაჭრული სულის ნადები.
"ეს არის დასასრული, ლამაზო მეგობარო.დასასრული"
ეს არის დასასრული ჩემო ერთადერთო,მოღალატე მეგობარო.
როცა ვიყოფდით ადამიანობას, ჩუმად გაჟღერდა ბუნების სიმფონია... შენ კი წახვედი, გაუფრთხილებლად, ფიქრმა წაგიყვანა, შორს გაგიყვანა, წამიც არ მოგვცა დამშვიდობების.
არ დაგვიტოვა, არ დაგვიტოვა ... ცისფერი მთვარით ტკბობის საათი.
ვზივარ და ვუსმენ, ვზივარ და ვუსმენ ათასი გვამის ამოკვნესებას...
სასტუმრო, ღამის სმენა გარეთ-ქარიშხალი, ხალხში-სიცრუე, ინფანტილიზმი, ზიზღი, შური და პირფერობა. მინდა ვიყო "პილიგრიმი" მოვილოცო სიგიჟის კედლები, მიწა... დილა-საღამოს აჩქარებული გული, გუ- გული , ცნობიერებაში ჩარჩენილი ჯაზი, რომელიც ამ ადგილს არ უხდება.. ყალბია გარემო,ხალხი და თბილისის ზღვის პირას მოვარდნილი მუდმივი ქარიც....
.... წერე , წერე, წერე, მოკალი მარტოობა, შემოიერთე სიტყვები, უაზრო სიტყვები, ყველა ტყის ჭინკები( ბავშვობის შიშები) მერე ერთად გადაიქეცით ემოციად, გამომამჟღავნეთ თქვენი თავები და დარჩით შიშვლები ინ და იანი, ადამ და ევა....
მერე იპოვნე სხვენის გასაღები, შიგნით ჩაკეტე ფიქრები,დააძველე,დააობე, გაახუნე და წლების შემდეგ გამოამზეურე, როგორც სოფელში დედა ბალიშებს, საბნებს , ლეიბებს...
სასტუმრო, ღამის სმენა, მიცოცხლდება კადრები ფილმიდან "ნათება" ... მე ვდგავარ "დესქთან" და დავსდევ ციცინათელებს-ფოსფოსრისფერ ოცნებებს მინდვრად.... ვიჭერ , გამჭირვალე ქილაში ვამწყვდევ ....
გათენდა,
მე ვტირი-ციცინათელებს ვტირი, მკვდარ-უმსგავს-უგვანო ხოჭოებს დილით ....
..... ასე მთავრდება დაისის ფენტეზი, ირეს და ალურის რომანტიკული სიყვარულის ისტორია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ცოცხალი ნაწერი. აი. ცოცხალი ნაწერი. აი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|