ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფოული
ჟანრი: პოეზია
20 მაისი, 2016


" ცხოვრება როგორც ბიბლიოთეკა "

დახშულ ქუჩებში, გაბღენძილი დამბების მიღმა,
ეყარა, ხიდზე დახვრეტილი, ფურცლების ჯოგი
უცხო მკითხველს, არ გაუმართლა არცერთმა წიგნმა,
რომელიც, სცადა წაეკითხა და მიხვდა, ზოგი
გადაშლის ღირსიც არ ყოფილა, საერთოდ რადგან,
გაგწირავს ყველა, როგორც დღისით ამინდი მარტში
და შემდეგ ტვინში, ცრუ ეჭვებით სპექტაკლის დადგმა,
არც ისე კარგი იდეაა,  სხვების თეატრში,
ამიტომ, იგი თავად გახდა, ერთ-ერთი წიგნი,
წიგნი რომელსაც, აიღებ და თაროზე დადებ,
რომ თუ გადაშლი, არაფერი წერია შიგნით,
შენ კი თაროზე, აღარ დებ და ნაგავში აგდებ
და ასეც მოხდა, თუმც არასდროს მთავრდება გზები,
სპონტანურ დღეებს, მოფრთხილება სჭირდება ნელა
და როცა ხიდზე, მეც გავივლი, ვერაფრით ვხვდები,
ფურცლები, რატომ გაფრინდნენ და მკითხველი ვერა ? ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები