ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
21 მაისი, 2016


სურათები ოთახიდან

ოთახში ბატონი სიჩუმე. და ასე
შემდეგ და შედეგი ღამეთა ერთია.
კარები ჩაკეტეთ!
ფანჯრები დარაზეთ!
სამოთხის კიბენი ლექსისას ერთვიან.
ყბედ-პარანოიკი მზერათა ტანდემით
დავდივარ კაეშნის ბოლსუნა კაშნეთი.
დაშლამდე მონოგამ ასკეტად ვტარდები
მარტოსულებისთვის ლირ ბაღებს ვაშენებ...
კაკუნი. გავაღე - მსაზღვრელი „მომთმენი“
გარეთვე იხდის და მტვერს იფერთხს თმებიდან.
სხდებიან მტრედები და პურის ტროპები
მათ ნისკარტს დილამდე ესარჩოებიან.
გრძელდება ბოჰემა. თუმც არვის ვაწუხებთ.
საკუთარ ხმაურს კი როგორმე ავიტანთ...
ბოლთების ზარებზე სასწრაფოს პასუხიც
აღარ აქვს - მოგვწყდითო ნაცემნი თავიდან...
მის M იძახდა, ქარაშოტს ავყვეთო,
საქარე მინაში თვალებს რომ აფეთებს.
ვეღარც ვეუბნები ჯენლტმენებს საყვედურს,
საფოსტო ყუთი რომ აქციეს საფერფლედ,
მეც გადავეჩვიე კავშირებს გარსგარე,
შემოვრჩით კრიტიკა, კითხვა და პროცესი.
ღმერთმაც ქნას, ჩემსავეს მარქმევდნენ (მლანძღავდნენ) –
„თავგუდმოგლეჯილი“;
„ისევ წერს“;
„უწესო“...

ოთახი. ბატონი სიჩუმე. ჩურჩულით
აყოლა „მაღალი იმედის“ არიებს...
ქალბატონ დარაბის მწუხარე ტუჩები -
არ იღებს?!.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს