 | ავტორი: კორნელი ჭყონია ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 28 მაისი, 2016 |
ცა ჯერ კიდევ ნაცრისფერი იყო, რომ გამეღვიძა. შეიძლება მზემ გზად სადმე გაიარე და მაგიტომაც შეგაგვიანდა. მინდოდა ჩაის მოდუღება მეთხოვა, თუმცა სახლში შენი მხოლოდ სუნი აღმოვაჩინე,რომელიც ჯერ კიდევ თბილი იყო. ამიტომაც არ მესმოდა არსაიდან განგაშის გამყინავი ხმა. როგორც შვილგარდაცვლილი დედა,ან ქმარდაკარგული ქვრივი ელოდება ყოველი კარიდან თავის საყვარელ ადამიანს იქამდე, სანამ არ ჩაწყდება გულში რაღაც ძაფი და არ დაისადგურებს რაღაც ძალიან მჟავე, ადამიანებს სახეს რომ უცვლის. ისე გელოდებოდი მეც ყოველი კარიდან, როდის შემოხვიდოდი ოთახში. ღამით მესიზმრებოდა,როგორ გიყურებდი მძინარეს,ოდნავ გაღიმებული ტუჩები კმაყოფილებას რომ გამოხატავდა ბედნიერების. არაფერი გაგვაჩნდა გარდა ერთმანეთისა და ეს იყო სრული სისავსე,რისი მიღებაც შეგვეძლო. შენ არასდროს მოგწონდა პოეზია,არც ეს რომანტიკული ვახშმები, თუ ტაკიმასხარაობა. არა.შენ დუმილი გერჩია ყველაფერს. მიყურებდი საათობით და არაფერი იყო შენთვის თვეები და კვირეები, ამინდები, წყვილები. ეს მოსაწყენი წელიწადის დროები. მაგრამ მე ყველაზე მეტად ამ დუმილის მეშინოდა,მინდოდა საათობით გველაპარაკა. შენ კი დუმდი. როგორც ჩანს ეგოისტი ვარ და სიყვარული, მაშინაც კი, როცა ჩემს მკერდზე გეძინა, ცალმხრივად მესმოდა. რადგან მე მხოლოდ იმას ვხედავდი, რაც ჩემს თავში იყო. როგორ ავყევი ამ დაწყველილ დედამიწას ასე. როგორ მომახვია თავზე თავისი აზრი ისე, რომ შენიც კი არ მესმოდა. შენ დუმდი და ეს დუმილი იყო სრული თავისუფლება. ან რა უნდა თქვას ადამიანმა, ისეთი გრძობა რომ გამოხატოს. მე კი, ეს ფურცლებს აყოლილი ჩრჩილი, საათობით ვსაუბროდი, გაუჩერებლად. დავკარგე ყველაფერი იმ გზით, რითიც მის გადარჩენას „ვცდილობდი“. მზეს დააგვიანდა ამოსვლა,იქნებ გადაიფიქრა კიდეც .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მადლობა მეგობარო ;) მადლობა მეგობარო ;)
6. კარგი რამეა ეს:)
წარმატებები კარგი რამეა ეს:)
წარმატებები
5. გაიხარე მუხაჯან ;) წავშლი მაინც თამარა ამეებს თქვენს გარდა მაინც არავინ კითხულობს :დ გაიხარე მუხაჯან ;) წავშლი მაინც თამარა ამეებს თქვენს გარდა მაინც არავინ კითხულობს :დ
4. ოოო წამომიჭიმე აქ და წამეკითხაა :((( ოოო წამომიჭიმე აქ და წამეკითხაა :(((
3. ძალიან ლამაზი სინანულია! დედამიწას რას ვერჩით, თუ ჩვენს თავში რაღაც აირია. მზიან დღეებს გისურვებ. ძალიან ლამაზი სინანულია! დედამიწას რას ვერჩით, თუ ჩვენს თავში რაღაც აირია. მზიან დღეებს გისურვებ.
2. შენ რა ძალა გედგა რომ კითხულობდი :დ შენ რა ძალა გედგა რომ კითხულობდი :დ
1. არაფერი გაგვაჩნდა გარდა ერთმანეთისა და ეს იყო სრული სისავსე,რისი მიღებაც შეგვეძლო.
აუუუფ რა გინდოდა :( არაფერი გაგვაჩნდა გარდა ერთმანეთისა და ეს იყო სრული სისავსე,რისი მიღებაც შეგვეძლო.
აუუუფ რა გინდოდა :(
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|