ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემურ მაკარაძე
ჟანრი: იუმორისტული
28 მაისი, 2016


ცოტა იუმორი და ბევრი სინამდვილე

ჰოდა ვკითხულობდი ახლა
,,ფეის" მეგობრების პოსტებს,
წავალ შეგრძნებების დახლთან
გრძნობად სმაილები მომდევს.
რითმა, პოეტების სახლთან
მუდამ ლექსებია მართვე
ერთგან შედევრებიც ახლავს
ერთგან შინაარსსაც ართმევს.
ზოგან აზრებია მხოლოდ
სიბრძნის დასალევი წყალი,
თუმცა ერთი არის ბოლო
და თვით facebook-ის ბრალი.
არაფრისმთქმელი ,,კომების"
ცად აღზევება ,,ლაიქის"
ეს ჩავარდნაა ცხოვრების
და ვადაგასულ კაიფის.
უარყოფილი არსება
ერთიც უცნაური ლოგო
ის შემოდგომის თავნება
ეს კი სადისტია გოგო.
მოკლედ ვერ გავიგე, ვერა
ამ ლექსს ჟრუანტელი ატანს
აი მივაღწიე ვხედავ
,,არანორმალურის" კართან.
უკვე მომბეზრდა და როცა
ჰოდა გადავხედე პროფილს
ჩემიც იგივეა მორჩა
ვხედავ მე და ,,ფეის" ქორწილს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები