ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემურ მაკარაძე
ჟანრი: პოეზია
1 ივნისი, 2016


ჰოდა ბედნიერად მადამ

იცი დავიღალე მუდამ
მზისთვის ვეოცნებო ზეცას
უკვე თანახმა ვარ თუნდაც
სულზე მარტოობა მეცვას.

მთებმა დაიხურონ ნისლი,
ფიქრი მიატოვოს ქარმა
გული სასწაულად მიშლის
მისვლას უკცვდავების წყალთან.

შენზე სიყვარულის წესებს
ვატყობ გაუვიდათ ვადა
უკვე იმ მიზეზებს ვეძებ,
რითიც მიგაცილებ კართან.

კარებს გავაღებ და გეტყვი
ოდეს სიყვარული მკლავდა,
ახლა სხვა სამყაროს ვეტრფი
მკლავი გაირინდა მკლავთან.

გავხსნი ჩაკიდებულ ერთ ხელს
მზერას აგაცილებ რადგან
ვიცი შემოგხედო ერთხელ
მერე დავიწვები თავთან.

მაგრამ მაინც გეტყვი წადი
თვალს კი გავაყოლებ კიბეს,
ზეცას დაემჩნევა დარდი
სევდას ჩავიგუბებ იმდენს.

მეტად რთული არის როცა
გულში შეიჭრება ქალი
თითქოს უკვდავებას ლოცავს
სულს კი ნაკუწ-ნაკუწ გაცლის.

შენზე ფიქრაწყვეტილ გზებზე
ვამჩნევ დავიღამებ ისევ
გუშინ გაგიშვი და გეძებ
უკვე მონატრებას მივსდევ.

წამი გაიწელა... ლამის
ურცხვად შეაჩეროს დრო და...
სულის სიმარტოვე დამცლის
ჩემში უშენობის ბრბოდან.

ვიცი შევეჩვიო უნდა
ყველგან მოლანდების ქარებს,
რადგან ისე ხდება მუდამ
როგორც ბედი ბრძანებს.

ჰოდა გამიგია სადღაც
კაცის ბედისა და წერის
იქნებ ჩამომცილდეს მანაც
მაინც ჩემებურად ვმღერი.

წერას დავიწყებ და რადგან
ტკივილს გადავაქცევ ლექსად
ლექსის სიმარტოვის ზღვართან
ჩემ თავს შემოვძახებ ერთხმად:

რადგან პოეტი ხარ მიდი
ლექსში ჩაატიე გრძნობა
ისევ შენ იყავი გიდი
შენი სიყვარულის დროდან.

ალბათ ასეც ხდება როცა
ლექსი მიატოვებს მუზას
როცა პოეზიის მოცარტს
უკვე პოეზიაც თრგუნავს.

შენი სიყვარულის ხურდა
ჩემს სულს ვეღარ ავნებს
აი გაგიშვი და ვხურავ
შენთვის ჩემი გულის კარებს.

კარებს მივხურავ და გეტყვი
სუნთქვად მიყვარდი და მაგრამ
ახლა სხვა მომავალს ვეტრფი
ჰოდა ბედნიერად მადამ!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები