ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეროლაინი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
5 ივნისი, 2016


ბებიაჩემი

წითელ აგურიან და მწვანე ეზოიან სახლში
ბებიაჩემი ცხოვრობს.
ბებიაჩემს,
კოხტასა და თეთრთმიანს,
შემოდგომის ფოთოლივით
შემომჭკნარ სახეზე
ცრემლი უგორდება ხოლმე ჩემი დანახვისას.
წითელ აგურიან და მწვანე ეზოიან სახლში ცხოვრობს ბებიაჩემი,
რომელიც ახალ მთვარესავით მორკალულა
ბაღჩა-ბოსტან ჩაკოპწიავებული.
ბებიაჩემი ისევ ინახავს
თავის გრძელნაწნავიან და მოცინარ ფოტოებს.
ყოველ საღამოს ბაბუს იხსენებს ბებიაჩემი,
ათასჯერ მოყოლილ ისტორიებს თითქოს ისევ თვითონ იმეორებს,
იქნებ ეგ მაინც არ დამავიწყოს მამა ზეციერმა ძველ მეგობრებთან ერთადო...
ბებოს კარადას ვარდის ზეთისა და ძველი სუნამოს სუნი ასდის.
წითელ აგურიან და მწვანე ეზოიან სახლში ბებიაჩემი ცხოვრობს,
ბებიაჩემი,რომელიც ყოველ ღამით,
მარტო დარჩენილი, სიკვდილს უხურავს ჭიშკარს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები