 | ავტორი: ალოჰა ჟანრი: პროზა 6 ივნისი, 2016 |
ბიჭი, წვერით და კიდევ ულვაშით!!
შენ უკრავ საქსაფონზე-წარმოგიდგინე ანაფორაში. მგუდავ,არ მაცლი სუნთქვას. იპარავ ჩემს თითებს. მართმევ ძალას,განკუთვნილს მარტოობისთვის. ბიჭი! წითური წვერით და თანაც ულვაშით!
ნუ ხუჭავ თვლებს! შენ ჩემს სიბნელეში შუქი აანთე. ვიცვლი-მრცხვენია შენთან სიშიშვლის. გამოარღვიე ყელთან ძარღვები და სნოს ბოთლიდან სვამ ჩემს სისხლს. შეწყვიტე!
შეწყდა მუსიკა დიდი გამოსვლით!
ბიჭი წვერით და ჟღალი ულვაშით! რაღაცით გავდა წმინდა სერაფიმე საროველს. პატარა ცხვირი,ხშირი წარბებით. ბერავს საქსაფონს. სკდება ბავშვობის ფერადი ბუშტბი!
მომცრო ყურები,ფეხზე ბოტასით. თეთრი და ფართო ლამაზი შუბლით. იღიმის, როგორც ქრისტე,ღვთისმშობლის კალთაში.
ბიჭი,აწეწილი წითური წვერით და დარბაისლური ჟღალი ულვაშით! ჩაჰკირკიტებია საქსაფონს და აკვანს ურწევს ანგელოზებს!
(მამაო! იო და ანნე, თქვენ გარდა- ამისა -გეცვალათ სახე )
ჯინსის ქურთუკი,ფართო მანჟეტით. როგორ არ უხდება შენს ხავსივით ფაფუკ წითურ წვერს და მითვე ულვაშებს.
ბიჭი დაღლილი ტანით და ჟღალი ულვაშით, უფერო შარვალი ვიწრო საროზე....... უკრავს საქსაფონზე, უყვარს ჯაზი, და დახუჭული ჩუმი თვალ-თვალი!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. საქსაფონი და ანაფორა- რატომაც არა...
"რიჟა", "სერი"- რუსული სიტყვებია :)
საქსაფონი და ანაფორა- რატომაც არა...
"რიჟა", "სერი"- რუსული სიტყვებია :)
1. სნო განსაკუთრებული სიტყვაა ამ წერილში... სნო განსაკუთრებული სიტყვაა ამ წერილში...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|