ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
7 ივნისი, 2016


. . .

წვიმს, -
ეს უბრალოდ,
ლაითმოტივად გაჰყვეს ამ ლექსს
და აღარც ვახსენოთ.
სჯობს ვთქვათ - მე რატომ აღარ მოვდივარ
და შენს თვალებში აღარ ვარსებობ?

სასაცილოა,
რადგან არასდროს არსად წავსულვარ
და ახლაც აქ ვარ.
ეს - შენ, უბრალოდ, ჩემთვის არ გაქვს დრო
და მიტომ გიჭირს ჩემი დანახვა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები