ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კორნელი ჭყონია
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
8 ივნისი, 2016


::

ყოველ დღე უამრავ ადამიანს ვხვდები. ვხედავ მათ თვალებშ დაგუბებულ მარტოობას,შუშის სასახლედ რომ გადაუქცევიათ თვალის გუგები.

მიუხედავად იმისა რომ შენ დიდი ხანია აღარ ხარ მარტო და მეც ღამეს ვეხიზნები, გული მაინც თბილი მაქვს.

რაც შენ წახვედი არასდროს მიფიქრია,რომ ჩვენს შორის ვინმე ცუდი იყო.
ან ასე ლაჩრულად ხელი შენსკენ გამომეშვირა.

ჩვენ არასდროს ვგავდით სხვებს,სწორედ ამიტომ როცა მიდიოდი ჩემი გულის ნაწილი გაგაყოლე.როგორადაც არ უნდა წავიდეს ცხოვრება ის შენ არასდროს დაგტოვებს მარტო,არც იმის საშუალებას მოგცემს, რომ დაცემული ვეღარ წამოდგე.

აი ასე,მე ვიქნები შენში და შენ იქნები ჩემში.

ეგოისტები ინახავენ ხოლმე გულს მთლიანად სიცოცხლის ბოლომდე, დიდ ადამიანებს კი ის სულ ნაფლეთებად ექცათ  რათა არავინ იყოს მარტო.

წვიმიან ნაცრისფერ საღამოებშიც  კი როდესაც ქუჩებში ფერადი მხოლოდ ბუშტები იფრენენ,შემოვალ შენს გულში და შევეცდები არ მივცე გაციების საშუალება, რადგან გაციებულ გულს ვეღარაფერი გაალღობს.

ეს არ იქნება არც ტკივილი ან სიხარული. არც სახელი და გვარი და არც სიამაყით ატვირთული ფოტოები ინტერნეტში.

არა ეს იქნება სითბო.რომელიც გულიდან წამოსული და გაყინულ ხელებსაც  მიწვდება.

ეს იქნება დუმილი რომელიც დედამიწას ფერებს დაუბრუნებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები