| ავტორი: ორქიდეია ჟანრი: პროზა 18 ივნისი, 2016 |
იყო წარღვნა. აღიგავა პირიდან მიწისა ყოველი ერთს ალაგს, მზე მეტად ახლოს მივიდა მასთან ჭირდა, სუნთქვა სიცხისა გამო, წყალიც. ვერაფერი ხარობდა. ერთხელ უცნაური ხე აღმოცენდა, იუცხოვა ყველამ. მივიდა და მოჭრა ერთმა. ამოვიდა კიდევ. მოჭრა მეორემ. ამოვიდა ისევ. მოჭრა მესამემ, მეათემ, მეასემ, მეათასემ. ვერ მოუსპეს ფესვი, მოსვლიდან დღისა, მიანებეს თავი. გამხვივნდა მცენარე, მეტად გაიბადრა. გაიოცეს იქ მყოფთ. შემოუარეს გარს, ვერაფერი გაიგეს, ვერ იგრძნეს. ვერ იცნეს. აყვავდა მცენარე, გამოიღო ნაყოფი ტკბილი მეტად. უწოდეს სახელი-ვაზი. აღინუსხა სიწმინდისა და მუდმივობის სიმბოლოდ. მზე ხარობდა მისით, ის კი მზით. იყო მიწაც კმაყოფილი, სულდგმულიც მისით, მომრავლდა სულდგმულნი. ადგილნი შენნი მტრობისგან გიცავენ და გგრძნობენ. იყავი იქ, სადაც უნდა იყო, მიუხედავად, სხვათა განწყობისა და ქცევისა. რათაოდენ, თვით ყოფნაშიც არის ნაყოფი მყარი და ღირსეული. უძღვენი გული ყოველთა სრულად და თანაბრად, სიყვარულით. სინანულის ჟამს ინანე, ლოცვის დროს ილოცე, ბრძოლის დროს იბრძოლე, შრომის დროს იშრომე, გლოვის დროს იგლოვე, ზეიმის დროს იზეიმე, ძმობის ჯამს ეძმე, ტკივილის დროს გაიზიარე და თანაუგრძენი. ვითარცა ვაზი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მადლობთ ნეფერტარი და მუხა. მომეწონა აზრთა ჩვენი მსგავსებანი. გამეხარდა ძალიან, თქვენი განმარტებანიც. მადლობთ ნეფერტარი და მუხა. მომეწონა აზრთა ჩვენი მსგავსებანი. გამეხარდა ძალიან, თქვენი განმარტებანიც.
4. მომეწონა კარგია. გონიერებანი გამიჯნე ღონიერებისაგან-ეს აქსიომაა. რად უნდა ამას მსჯელობა. მომეწონა კარგია. გონიერებანი გამიჯნე ღონიერებისაგან-ეს აქსიომაა. რად უნდა ამას მსჯელობა.
3. ადგილნი შენნი მტრობისგან გიცავს და გგრძნობს >> მართლია და კარგადაა გადმოცემული, სწორად, ეს, ჩემი საზომით ჭეშმარიტებაა.
ფინალი შესანიშნავია, ცხოვრების პროგრამაა პირდაპირ.
ადგილნი შენნი მტრობისგან გიცავს და გგრძნობს >> მართლია და კარგადაა გადმოცემული, სწორად, ეს, ჩემი საზომით ჭეშმარიტებაა.
ფინალი შესანიშნავია, ცხოვრების პროგრამაა პირდაპირ.
2. მარრს - თქვენი მეორე ნიკია?
მარრს - თქვენი მეორე ნიკია?
1. ჟანრს ნუ შეეხებით, იმსჯელეთ, ტექსტის შინაარსსა და მნიშვნელობაზე. რას მოიცავს, რას ამბობს იგი.
მადლობთ, ორქიდეია. ჟანრს ნუ შეეხებით, იმსჯელეთ, ტექსტის შინაარსსა და მნიშვნელობაზე. რას მოიცავს, რას ამბობს იგი.
მადლობთ, ორქიდეია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|