ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფოული
ჟანრი: პოეზია
19 ივნისი, 2016


გარდაცვალებიდან - გარდაცვალებამდე

ბოლო შანსია გული მოვულბო
უფალს და ამას წინათაც ვგრძნობდი,
ბიბლიით ხელში მღვდელი  “კოლუმბო“
შეშფოთდა ისე თითქოს და მოვკვდი.
ყეფდა რადიო რაღაც ბგერებს აიდა-ვერდი
დახლებზე იდო ჩემი სული ოცდაათ ვერცხლად,
ძველი დეჟავიუ რომ თითქოსდა იმ კუბოს გვერდით
ჩემი წარსულიც იმარხება კუბოსთან ერთად,
აქვე რამდენი უიმედოდ იმედი ამცდა
ჩვეული დოზით ვერ ნათქვამი სიტყვით რომ ითქვა,
აქამდე თქმული მეეზოვეს ცოცხივით გაცვდა
გაცვდა ჩემს მიერ ძლივს ნათქვამი ყოველი სიტყვა,
და ჯიბის მდგმურებს დახვრეტილ ხურდებს
დროდადრო ქუჩის გადაღმა ვეძებ,
მცირე იმედით რომ ვიღაცა უჩემო წუთებს
შეავსებს და თან ჩემს კალენდარს მომდევნო გვერდზე,
გადაშლის როცა ყველაფერი ოთახში გარდა
ჩემი ყოფნისა დეტალებით წესრიგში დგება,
ირონიაა ცხოვრებისგან მოსული მადა
სიკვდილთან როცა უმოწყალოდ ჭამაში კვდება,
სხვა დანარჩენზე აღარც ვკამათობ
ამგვარ დეჟავიუს წინათაც ვგრძნობდი,
სენიორ კოლუმბო  სულაც არ ვდარდობ
გარდაცვალებით აქამდეც მოვკვდი ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები