ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეროლაინი
ჟანრი: პოეზია
19 ივნისი, 2016


მცურავი ემბრიონები

ამ ღამით მთვარის ირგვლივ ემბრიონებს ჰგვანან ღრუბლები,
არ დაბადებულ ან ვერ დაბადებულებს,
გაშავებული ჭიპლარებით
თავად მიცურავენ
ნაცრისფერი ცის კაბადონზე.
ამაღამ თეთრი მთვარის ირგლივ,
შავი ემბრიონები სიკვდილის ფერხულს ცეკვავენ.
ამაღამ ყოველ ქალს ეკრძალება ცაში ახედვა...
მე ბნელი ოთახის ფარდაგადაწეული ფანჯრიდან ვხედავ,
როგორ ჩამოსდის მთვარეს ცრემლები,
ამ ღამით,არ დაბადებულ ან დაუდებელი ბავშვებისგან,
გასისხლფერებულ მთვარესაც ერთი სული აქვს მზე ამოვიდეს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები