დრომაც დამაბერა, ჩემი არ ყოფილა ეს ქვეყანა, მეც ხომ სტუმარი ვარ, ისე სხვათა შორის, მორიდებით, თმაში ჭაღარები მახსოვს პირველად რომ შემეპარა, ერთ დროს თავს ვირთობდი, სათითაოთ მათი მოცილებით. მახსოვს სიჭაბუკე, ათი ნათი როგორ მიხაროდა, მახსოვს კერის სითბო, ვახშმობისას ტკბილი საუბრები, მახსოვს ანცი გული გაზრდას რა რიგ იჩქაროდა, ცხრა მთას გავივლიდი, ცხრა ზღვას იქით დროსაც გავუსწრებდი. თურმე ჰარმონია სულაც არ ჰქონია დროთა სწარფ დინებას, მანაც ჩვეულ რითმში, ჩემთვის უჩვეულოდ მისი გაიტანა, და არც თავს ვუხრიდი ბედის ირონიულ განჩინებას, გულმაც ასე უხმოდ, ეს რამდენი დარდი აიტანა. ვუხმობ მოგონბებს, ღმერთო, გული ამიტირდა, ყველა საქციელში ხალისს სინანული ეცილება, ამას ვინ გაიგებს, ერთი გაღიმება რად მიღირდა. ახლა სარეცელზე მწარედ გაღიმებულს, თვალი მებინდება. ოი, დარდო, სევდავ, სამარეში როგორ ჩაგიტანო, მაინც შევძელი და სამარის კარამდე შეგნახე, შიშო მათქმევინე, ისევ შენებურად აღარ ამიტანო ხედავ უსუსური, ასე მომაკვდავი როგორ შევლახე. აბა ვინ მიიღებს მომაკვდავის ბედკრულ აღსარებას, ეს უმისამართო, დაგვიანებული წერილია, მგლის თავზედაც ფუჭად როდი კითხულობენ სახარებას, უკანასკნელ წამსაც ერთი ფიქრი, მგელსაც ეშინია. როგორც არასოდეს ისე მინდა ვინმემ მოისმინოს, ვინმემ გაიგონოს ჩემი და ცხოვრების აცილება, მერე წავიდეს და მთებში ჩემზე ადრე მოირჩინოს რადგან ერთხელ მაინც შეძლოს გულიანად გაცინება. ნათლად მაგონდება ძველი ბილიკები, როგორ აგიღწერო, ენით აუღწერის წერით გადმცემა ღმერთო რა ძნელია, საკუთარი თავის იქნებ ამ ბოლო წამს მაინც დავიჯერო, უნდა გავიმხნევო, უნდა დავიჯერო, რაღა დამრჩენია. იყო პერიოდი, სისხლი დუღდა, ჩქეფდა აჩქარებით, მაგრამ ეს ბავშვობაც ბავშვობაზე მალე გაილია, ბედი დატრიალდა უკურმართად რაღაც მანქანებით, უკვდავების ჯამით, ჩაილურის წყალი დაილია. იყო და ან რა იყო, თითქოს არა იყო, რაღა იქნებოდა, ღვთის უკეთესი თუ ღვთისგან გაჩენილი ბედის ანაბარა. დროთა მდორე რითმშე ეს დღე ჩანჩქერივით იწყებოდა, და რომ შემძლებოდა, თავს ავარიდებიდი? ალბათ არა. ამ დღეს დილიდანვე იყო უჩვეულო ქარიშხალი, სული ძწოდა თითქოს, გულიც საგულედან მიხტებოდა, მამა ფანჯარასთან იჯდა, ხელში კალმის ტარით, და ახალი ლექსიც ახალი დღესავით იწყებოდა. ერთხანს გადმომხედა, ისე მშვიდად როგორც არასოდეს, გარეთ ქარიშხალი სულში გრიგარივით თარეშობდა, თითქოს გული გრძნობებს უპასუხისმგებლოდ ღალატობდეს, ისე ვიდექი და ცრემლის განაჩენი არ მესმოდა. მამა მიყურებდა, მისი მზერა უფრო მოკრძალებით, უფრო სანუგეშო მახსოვს უსასრულო სიღრმის მზერა. მხოლოდ მე და მამა, ეზოში კი ფარდულს მოფრებით, ძაღლი იწვა, მოსვენრად თითქოს რაღაც გლეჯდა. მამა უყურებდა წვიმას, მერე გადმომხედა, დიდხანს მიყურებდა თითქოს გულში სურდა ჩავეკარი, წვიმა კარგიაო მითხრა, მხოლოდ ეს გაბედა. გარეთ გავედი და მურიასთან ერთად ფარდულს ავეკარი. ბუხრის კვამლი ქარიშხალში ირწეოდა, დიდხანს ვბჭობდი, გამალებით, გარინდებით, სახლში შესვლა მინდოდა და მირჩევნოდა, მაგრამ თითქოს არ მიშვებდნენ ამინდები. მეც მიყვარდა წვიმა, მეც და მურიასაც, წვიმიანში სირბილიც კი გვიხაროდა, დღეს კი გული შეგვკუმშვოდა მეც და მასაც, გული სახლში შესვლას რა რიგ იჩქაროდა. და გავბედე, მერე წამით დამიბნელდა, ნაწანები თვალებიდან ცრემლი თრთოდა, და ეს წამი საუკუნოდ გამიგრძელდა, გარეთ ისევ წვიმიანში ქარი ქროდა. ბუხარშიდაც ცეცხლი იყო გელეული, და იმ სკამთან სადაც მამა იჯდა, ფურცელი და კალმის ტარი დაგდებული, სულში მცრიდა, წვიმასავით ცრიდა. უძილობაც უსასრულოდ გამიგრძელდა, ფანჯარასთან უხმოდ მარტოს, ეულს, და რამდენი ღამე თეთრად გამითენდა მამას გვერძე ლამაზ სიზმრებს ჩევეულს. ის ფურცელიც შევძელი რომ წამეკითხა, ღმერთო ჩემო გული როგორ მწყდება, ნეტავ ერთხელ ჩემთვის მეთქვა ან მეკითხა, და გამეგო მაშინ რაზე წერდა. ეხლა უკვე გვიან იყო სინანული, ეხლა ფურცელს ვასველებდი ცრემლით, რა დიდია თურმე მამის სიყვარული, როგორ ხარობს თურმე შვილის გვერდით. „დაგვიანებული აღსარება“ ასე იწყებოდა, ლექსი წვიმის ფონზე დაწერილი, და იმ ოთხ კუპლეტში იღვრებოდა, მისი სიყვარული აღწერილი. ცხოვრება რთულიაო მარიგებდა, ამას გაიგებო, გაიზრდები, თურმე რა სიხარულ ანიჭებდა, მისკენ მიმავალი ჩემი ნაბიჯები. დაუსრულებელი ლექსი დამიტოვა, მომენატრებიო კერავ თბილო, დედამ სული შენთვის განუტევა, გულს ნუ გაიტეხო შვილო. „ცხოვრება გრძელდებაო, გაიხარე“ მერე პულსის ცემა გაწყვეტილა დღემდე დღეთა რითმი დავითვალე, დღეს კი არაფერი დარჩენილა. დღეს კი გრიყულის სინანულით, წარსულს ვიხსენებ და ცრემლებია რამდენი რამ მსურდა წრფელი გულით, თურმე არაფერი შემძლებია. ჩუმად მოვკვდები და წაიშლება, ცხოვრებაც ეს ლექსიც სიცოცხლეც, მერე, მერე ნეტავ რა იქნება თუ ვინმე წაიკითხავთ იცოცხლეთ. მამამ აღსარება დამიტოვა, მე კი ვის რა უნდა ვუამბო, დრომაც დარდზე წლებად დამითოვა, სევდა როგორ უნდა უარვყო. ეს ლექსიც ჩემსავით მოკვდება მგონია, ადრესატს არ ვაწერ, სხვათაშორისია, შვილი თუ მიპოვის, ჩემამდე შორია... იქნებ შევასრულო მეც ჩემი მისია. მანამდე ამ მთებმა იცდეს სიმართლე, მანამდე ამ ზეცას ვღაღადებ მივსტირი, თვალებში ნისლია მთებში კი სინათლე, მაინც ერთ რამედ ღირს ამ მთებში სიკვდილი. ვერც ამ ლექსს ველევი, იქნება დავტიო სათქმელი, ბოლომდე მაინც ვერ გავბედე, იმხელა ყოფლილა ეს ჩემი დარდი რომ, ჯობია უთქმელად სიკვდილზე ავმხედრდე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ცოტა (?) არეული ტექსტია არეული რიტმით, რითმით და ბევრი კორექტურით
გადახედეთ და შეასწორეთ ცოტა (?) არეული ტექსტია არეული რიტმით, რითმით და ბევრი კორექტურით
გადახედეთ და შეასწორეთ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|