ბახუსს შევმატებ ამ ცხოვრებას, როგორც ელფერი, ქარავანივით ჩამოივლის წლების ზმანება, დამენანება ყველაფერი რაც ვერ შევძელი, რაც ვერ შევძელი, ყველაფერი დამენანება. ფოთლების ცვენას მოვესწარი, და რა შემეძლო, ახლა მრცხვენია, შიშველ ხეებს როგორ ვუმზირო, დღეს უფალს შენი დღეგრძელობა მინდა ვევედრო, შენი თვალები მახსენდება ზღვაზე უძირო. ქარიშხლებს ვატან აბორგებულ ფიქრების შრიალს, თავს ვერ დავუხრი აზვირთებულ ტალღებად წარსულს, თეთრი დროშების ვერ დავიწყებ უაზრო ფრიალს, ერთი გზა მაქვს და ფინიშამდე გზის შეცვლა არ მსურს. სადაც იქნება გაწყდება და მორჩება გლოვა. სანამ იქნება ეს ცხოვრება, მეც ხომ ვიცხოვრე, ბედნიერება?! ასე უთქვამთ თავისით მოვა, ბედნიერება ჩემს ლექსებში უკვე ვიპოვე. და ისევ დავწერ, ამ ცხოვრებას სიცოცხლეს ვწირავ, ლექსის წერაში გახარჯულ დროს არ დავინანებ. საკუთარ გულსაც, საკუთარი ქცევებით ვგმირავ, რაც არ მიქნია, დე მომკალით, ვერ დავიბრალებ. ქარავანივით ჩაივლიდა წლების ზმანება, მე ამ ცხოვრებას კვლავ ბახუსის ელფერს შევძენდი, რაც ვერ შევძელი, ღმერთო, როგორ დამენანება, თუმც შენთან ერთად კიდევ რამდენ რამეს შევძლებდი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|