ისევ შუა ღუა ღამის თეთრი სილუეტი, ისე როგორც წუხელ, შენთვის ვლოცულობდი, ათას გათენებულ ღამეს ვიგუებდი, ათას მეერთე დღეს შენ თუ მოხვიდოდი. შენი დავიწყების შიშმა განმაცვიფრა, რადგან მონატრების მესმის აგონია, ყველა გარდასულმა წამმა დამაფიქრა, მე შენ დაგივიწყებ?! რაღაც არ მგონია. მაგრამ უჩვეულო ფიქრი შემეჩვია, დარდმა მომიტანა შიშის საფუძველი, მგონი ყველა ლექსი უკვე ზედმეტია, რადგან უკვე ამდენ ლექსებს გაუძელი. იქნებ შეგეჩვიე, როგორც ეჩვევიან, როგორც ალკოჰოლი, როგორც სიგარეტი, ისე გაუჯდებათ სისხლში ვერც ხვდებიან, თუმც შენს გადაგდებას მე ვერ ვიკადრებდი. ახლა აფსურდია ამის საუბარი, ახლა აღსარება ვფიქრობ ზედმეტია, ჩემი სიყვარულიც ისე, სხვათა შორის, რაღაც ვირუსული არის ინფექცია. შენი გამოდევნა მე არ შემიძლია, მე ვერ განვიკურნე სულის იარები, რადგან სამკურნალო გეგმაც შემიცვლია, ასე მარტოსული რომ დავიარები. გულმა უშენობის წამი დაითვალა, შენი დავიწყების შიში მომერია, შენი სიყვარული სხვამ თუ დაიბრალა ეს ხომ სასიკვდილო ცირკის ნომერია. ხო და შუაღამის თეთირი სილუეტი, ხო და მონატრების მწვავე აგონია, შენ თუ მხოლოდ ერთი წამით მიგუებდი, გადამეჩვეოდი მერე?! არ მგონია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. რამდენიმე ფრაზა მომეწონა. ზოგიერთი - გაუმართავია. "ღუა" აშკარად ზედმეტია :)
რამდენიმე ფრაზა მომეწონა. ზოგიერთი - გაუმართავია. "ღუა" აშკარად ზედმეტია :)
1. მგონი ყველა ლექსი უკვე ზედმეტია, რადგან უკვე ამდენ ლექსებს გაუძელი.
ერთადერთი ნაღდი მომენტია, აკმარე რაც დაუწერე (ეს ხუმრობით მაგრამ ასეთები აღარ დაუწერო სუსტია) მგონი ყველა ლექსი უკვე ზედმეტია, რადგან უკვე ამდენ ლექსებს გაუძელი.
ერთადერთი ნაღდი მომენტია, აკმარე რაც დაუწერე (ეს ხუმრობით მაგრამ ასეთები აღარ დაუწერო სუსტია)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|