ღამე მთვარიანი, ჩანან ვარსკვლავები, დილაც რა შორია... ჯერ არ გათენდება, დგანან ჩრდილები და დგანან აჩრდილები, ღია ფარდაგები, თეთრი როილაი, ნაზი სიმფონია, თეთრი ღამეების შორი ფიქრებია, ჯერ არ განცდილები. შენი დიალოგი, როგორც მონოლოგი, ან ვის გაუგია, მთვარე რესპოდენტი, თითქოს გიპასუხებს, მაინც ვერასოდეს, გულსაც დამსხვრეული კოშკის აღდგინების ბრძოლა წაუგია მაგრამ ეს გახსოვდეს, რომ არ დანებდება მაინც არასოდეს. თითქოს მოჩვენებებს თავი მოუყარე, რადგან სასაუბროდ, მთვარეც ვერასოდეს ვერას გიპასუხებს რადგან პირ-უტყვია თითქოს გამბედავი, შიშით შეპყრობილი დგახარ ახლა უფრო, მეტი მონდომებით ცდილობ გაიხსენო თუ ვის რა უთქვია. და თან როგორ გინდა, მაგრამ ბოლო სიტყვას ვერვინ გაიგონებს, არც არავინ მოვა, უკანასკნელ წამს რომ უცებ შეგაჩეროს, მაგრამ მერე ისევ ღვინის ფანტაზია ფიქრებს დაიმონებს, იქნებ სიკვდილის წინ, სახით ცრემლიანი კიდეც აგამღეროს. სიგარეტის კვამლიც ისე ჩაისუნთქე ფილტვებს შეერია, მწარედ დაგახველებს, თითქოს ყველაფრისგან გულიც აირიოს, ღვინის ბოთლებიდან ვეღარ აირჩიე ყველა დაცლილია, საათს დახედე და ფიქრობ ხუთი წუთიც კიდევ გაილიოს. სული სულ ერთია, თუნდაც ჯოჯოხეთში მაინც გაფრინდება, და ამ ყველაფერში ცდილობ რომანტიკა მაინც დაინახო, და ეს მოკვდინება სულაც არ გადარდებს როგორ აღიქმება, რადგან უცხო ხარ და, სულაც არ გადარდებს სადმე დაიმარხო. ახლა ბოლო სიტყვას ისე შეამზადებ როგორ გენიოსი, ელი აბლოდისმენტს, მაგრამ არ იქნება, ესეც ნათელია, შენი ღამე არის, მთვარემ შეინახოს კვდომა გენიასი, ჯოგჯერ ისეც ხდება, საქმე მარტივია, ძნელი სათქმელია. ოთახის სივრცეებში ისევ იფანტება წყნარი სიმფონია, გონება მიილულა, გული დანებებას მაინც არ აპირებს, ფანჯარას გახედავ, მერე გაიფიქრებ, სწორედ ის დონეა, დროა! შეასრულებ შენი თავისათვის შენსვე დანაპირებს. რახან გადაწყვიტე, უკან დასახევი გზებიც მოჭრილია, ახლა ყველა წამი როგორც არასოდეს ისე დაფასდება, იტყვი ჩემი ვალი, როგორც მიწიერის უკვე მოხდილია, სიგარეტის კვამლი ისევ ისე ყელში მწარედ გადაგცდება. შენი ნახტომიდან გარდაცვალებამდე მხოლოდ წამებია, მხოლოდ წამებია, ყელში ამოვიდა უკვე გეჩქარება, იმის იმედით რომ თვალწინ წარმოგიდგეს ვინც კი გყვარებია, ასე თავდახრილი მისდევ აჩრდილებს და არვინ გექაჩება. შენი ღამე არის, ახლა მოემზადეთ, კვდომა გენიოსის, მთვარეს შეჰხარხარე, ახლა დამაცადეთ ახლა ჩემი დროა! მხოლოდ ერთხხელ ხდება კვდომა მიწიერის, მაგრამ გენიასი, მაინც არასოდეს კვდომად არასოდეს ის არ აღიქმება. გინდა ჩაისუნთქო მთელი მონდომებით სანამ დაეშვები, მაგრამ გვიანია, რადგან უცაბედად ფეხი დაგიცდება, მერე ხელებს გაშლი, ასე გაფრინდები სანამ დაეცემი, მაგრამ ბოლო წამი ისე უსასრულოდ დროში გაიქცევა. წევხარ ოფლიანი, მერე დაბნეული ნელა წამოჯდები, ნელა წამოდგები, სახე გაოგნებას ვეღარ მოერია, გული აჩქარდება, უხმოდ ფანჯარასთან პირქვე დაემხობი, ერთსართულიანი პატარა ქოხიდან არსად მოგელიან. მართლა ცოცხალი ხარ, როცა საბოოლოდ ამას დარწმუნდები, მხოლოდ სიზმრარია, მაგრამ თავის მოკვლა როდის გიფიქრია… თითქოს დაიჩივლებ, მაგრამ მიხვდები და უმალ გაჩუმდები, გაგახსენდება რომ იყო დრო, როდესაც გქონდა ეს იდეა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. +1
ძალიან გაწელილი და ძალიან მძიმედ წასაკითხი (არა ემოციურად) +1
ძალიან გაწელილი და ძალიან მძიმედ წასაკითხი (არა ემოციურად)
6. არის რამდენიმე კარგი ფრაზა. "გონება" აგდებს რიტმიდან ბწკარს. "აპლოდისმენტი" - კორექტურაა. ქვემორე კომენტარებსაც ვეთანხმები. აქვე, წარმატებებს გისურვებთ!
არის რამდენიმე კარგი ფრაზა. "გონება" აგდებს რიტმიდან ბწკარს. "აპლოდისმენტი" - კორექტურაა. ქვემორე კომენტარებსაც ვეთანხმები. აქვე, წარმატებებს გისურვებთ!
5. შემოკლება არ აწყენს, გაწელეთ სათქმელი. შემოკლება არ აწყენს, გაწელეთ სათქმელი.
4. ძალიან გულწრფელი,,ემოციური განცდებია გადმოცემული.ადამიანს გარემო ქმნის ავლენს და სანამ არ დადგება გადმწყვეტი წუთი არავინ უწყის ვინ რისი გამკეთებელია., თუმცა ჩვენ ადამიანებმა უნდა ვიცოცხლოთ, სიცოცხლისათვის ბრძოლა კი , ღვთისა და ბუნების ნაბოძები გენია. ძალიან გულწრფელი,,ემოციური განცდებია გადმოცემული.ადამიანს გარემო ქმნის ავლენს და სანამ არ დადგება გადმწყვეტი წუთი არავინ უწყის ვინ რისი გამკეთებელია., თუმცა ჩვენ ადამიანებმა უნდა ვიცოცხლოთ, სიცოცხლისათვის ბრძოლა კი , ღვთისა და ბუნების ნაბოძები გენია.
3. გაიხარე არმენ, მადლობა რჩევისთვის. გაიხარე არმენ, მადლობა რჩევისთვის.
2. გაიხარე არმენ, მადლობა რჩევისთვის. გაიხარე არმენ, მადლობა რჩევისთვის.
1. კეთილი იყოს შენი ფეხი ურაკზე, კოკი! ისე კი ერთი პატარა და მეგობრული რჩევა: თავიდან მაინც, ჯობია მცირე მოცულობის ნაწერები გამოაქვეყნო, რადგან ბევრს დაეზარება წაკითხვა მოცულობის გამო, შესაბამისად ცოტა მკითხველი გამოხატავს აზრს. ბევრ საგულისხმო შენიშვნას, აქ რომ მოისმენ მომავალში, თუ გაითვალისწინებ, მთლად უკეთესი. ისევ შენ წაგადგება. წარმატებები! კეთილი იყოს შენი ფეხი ურაკზე, კოკი! ისე კი ერთი პატარა და მეგობრული რჩევა: თავიდან მაინც, ჯობია მცირე მოცულობის ნაწერები გამოაქვეყნო, რადგან ბევრს დაეზარება წაკითხვა მოცულობის გამო, შესაბამისად ცოტა მკითხველი გამოხატავს აზრს. ბევრ საგულისხმო შენიშვნას, აქ რომ მოისმენ მომავალში, თუ გაითვალისწინებ, მთლად უკეთესი. ისევ შენ წაგადგება. წარმატებები!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|