ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: იუმორისტული
4 ივლისი, 2016


პაპანაქება(ყომარი)

როცა ნარდი იწყება და როცა დარდი მთავრდება,
კამათელი კამათიდან კამათამდე ბზრიალებს;
უდროოდ და უადგილოდ შაში ისე ვარდება,
ნერვებისგან კაცს კი არა, მიწას გააზრიალებს.
მერე ქესტუმ-ქესტუმი და ყაბულსა ხარ - დუ ბარა,
გიქნებ ახლა გაუმართლოს, შეაღონა ყისმათი;
ხან თხოვნა და ხან ბრძანება ზარებს რომ დაუბარა,
შემდეგ მაინც მოუწია გახსენება იმათი
ვინც დათარსა, მათი თვალი ძაღლის ტანში გაჩხირა,
ჩასუნთქვიდან ჩასუნთქვამდე მიაყოლა გინება,
სკამი უკვე ეჩვენება გახურებულ ნახშირად
რაზეც ზის და ვკარგება უკვე მოწადინება.
ასე აზარტ-აზარტით და ასე იაქ-იაქით
ერთმანეთის დონე ნარდში ბოლოს - გააქიაქეს.
საღამოსკენ დააყენა ირგვლივ ჩერო - ბარდებმა,
მეგობრობას ბარის ლუდი ტარანებით ბარდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები