ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი კუტალაძე
ჟანრი: პოეზია
21 ივლისი, 2016


(დღეს გურულ ოდებს ძაღლიც არ ყავთ უკვე დარაჯად)






თემო ზაქარეიშვილს
დღეს გურულ ოდებს ძაღლიც არ ყავთ უკვე დარაჯად
და საკვამლურებს აღარ ადგათ კვამლის ღრუბლები,
მივყვებით ბილიკს,საცალფეხო უკვე გამხდარა,
ადრე ურმები ,რომ დიოდნენ დროგამოშვებით.
სოფლის შუკები მარტოობას შეუჭამია
და მესრის ბოძი კაცის ნახვას თითქოს იოცებს,
ღობის კიდესთან იმ ძველ ალაგს, რომ გადაუვალთ
ვრწმუნდებით ხალხი აღარ შერჩა დროსა და სოფელს.
ხალხი წასულა,არაფერი არ დარჩათ თითქოს,
სასაფლაოსთან ავდივართ და ძარღვებში გვივლის,
სოფლის ზეცაზე რომ რძისფერი ნისლები ჩნდება
მე და შენ კიდევ უპატრონო საფლავებს ვითვლით..
დღეს გურულ ოდებს ძაღლიც არ ყავთ უკვე დარაჯად,
ბუხრის საკვამლურს აღარ ადგას კვამლის ღრუბლები,
ყველა ოდასთან,ყველა ქვასთან ,ყველა საფლავთან
მე ლაპარაკი მინდა, მაგრამ მაინც ვჩუმდები.
ამ ოდა-სახლებს მარტო შევრჩით ახლა დარაჯად,
ყინვის სვეტები დაეკიდა წითელ კრამიტებს,
მე და შენ დავრჩით ჩემო ძმაო ჩვენ-ჩვენს ფესვებზე,
მაშინ როდესაც სხვები სულ სხვა გზებით წავიდნენ..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები