 | ავტორი: ილუ ჟანრი: პროზა 25 ივლისი, 2016 |
მიყვარს თითები, რომლებიც მეხებიან, მაგრამ არა შენ. თვალებს რომ ვხუჭავ, მაინც, სადღაც, აქ, რჩები და არ უჩინარდები. მე არ მჭირდება შენი სხეული, იმისთვის რომ შენ დაგინახო. ახლა, უნდა, ავდგე და საპარსი მუსით მოვითხაპნო ფეხები. ოთახში მზეზე არეკლილი მტვერია და ვგრძნობ, როგორ მეხება ის კანზე. ყოველი წინადადების ბოლოს წერტილს ვსვამ, მხოლოდ შენთან ვამძიმებ. დროს ისრის საპირისპიროდ ვატრიალებ და სხეულშ გიმწყვდევ. აბაზანას კარი არ აქვს, ამიტომ სულ შიშველი დავდვივარ ოთახებში. მიყვარს, როცა ჩემს შიშველ სხეულს ვუყურებ, თუნდაც ფანჯრის ანარეკლში, ან, შენს თვალებში. ჩემი სინაზე უფრო უხეშია ვიდრე, შენი თითები. ტერფებზე ხორკლიანი კანი მაქვს და იქ, თითქოს, შენს თითებს განსაკუთრებულად ვგრძნობ, როგორ სრიალებენ. ჩვენი თითები, რომელსაც ერთმანეთის თმებშ ვასრიალებთ და ვიმახსოვრებთ. შევდივარ აბაზანაში და ონკანს ვხსნი. ვფიქრობ რომ ტანსაცმელი, ან, ტრუსი მაინც გავიხადო, მაგრამ მახსენდება რომ ისედაც შიშველი ვარ. აბაზანა აივსო, მე წყალში ვწვები. ცხელი წყალი არ მიყვარს, სულ მიხუთავს და კანზე ბორკილებივით მედება. მთელი სხეულით ვიძირები და სახეს წყალი ფარავს, ამ დროს, თვალებს ნაზად ვხუჭავ და ვიწყებ ფიქრს. მაგალითად, იმაზე რომ წყლიდან აღარ ამოვყო სახე და რამდენიმე წუთსი გავაქრო საკუთრი თავი. ან, იმაზე, რომ შეისაძლოა შემოვიდეს ვიღაც, ვინც არ მაცდის წყლიდან ამოსვლას. ან, იმაზე, რომ თითებით შენს შეგრძნებას ვეღარ შევძლებ. მერე, ვახელ თვალებს, ისევ წყალში და ახლა, უკვე ვწყვეტ ფიქრს ყველაფერზე. ოთახიდან-ოთახში სიამოვნებით ვივლიდი, მაგრამ მე მხოლოდ ერთი ოთახი და აბაზან მაქვს, მეორე ოთახი შენ ხარ. ან, მეორე მე, ერთ ოთახში. ჩვენ არასდროს ვლაპარაკობთ თითებზე. როგორ სრიალებენ ჩვენს კანზე, შემდეგ კი ყავის ან ჩის ჭიქაზე. როგორ განვასხვავებთ ერთმანეთს, სხვა ადამიანებისა და ნივთებისგან. მორჩა, ახლა საპარსს გელს ვისვამ ფეხებზე და ვიღებ საპარსს, ნელი მოძრაობით ვიტარებ კანზე და ვფიქრობ, ერთი შეცდომა, არტერიაზე ან მთავარ კაპილარზე, მერე კი უმოქმედობა და მორჩა, შენ ვეღარ შეეხები ჩემს თითებს. ახლაც, სისულელეებზე ფიქრი. მორჩა ჩემი ფეხები მწყობრშია, რათა თავიდან დავღალო, დავაბინძურო და ავიკრა ადამიანების ჭუჭყი, რომელსაც ყოველ ნაბიჯზე ვადგავ ფეხის გულებს. შენ აქ არ ხარ და ჩვენ არასდროს არ ვართ აქ. ჩემთან უფრო მეტი შენ ხარ და ნაკლები მე... შენთან კი არ ვიცი. მე თითებზე განსაკუთრებულად მიყვარს ფიქრი. მათ განსაკუთრებული მეხსიერება აქვთ, უფრო ძლიერი ვიდრე მე, ან, შენ. ისინი გვიმახსოვრებენ, მაშინ როცა ჩაის ან ყავას მივირთმევთ, ან, როცა დილის მზეს ვუშვერთ ხელის გულებს... ისინი, მაშინაც გვიმახსოვრებენ როცა, ერთმანეთის სახეს ვეხებით და ვცდილობთ კანის სიმმკვრივე დავიმახსოვროთ, ან, სადღაც, უფრო იქით, სულისკენ შევაღწიოთ. პირსახოცს ვიღებ, სველი თითებით და ტანს ვიმშრალებ. იქ, სადღაც, ოთახის კუთხეში შენ ზიხარ და მიყურებ, თითებში სიგარეტით და ფიქრებში გართული. ვინ იცის რაზე ფიქრობ, მე სველ პირსახოცს გესვრი და გეუბნები რომ გათენდა, ძილი ნებისა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ინტიმური ჩანაწერია.
ინტიმური ჩანაწერია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|