ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილუ
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
31 ივლისი, 2016


***

პირველი სინათლე ფანჯარაში - მზის სხივები არა, შენი ლანდი.
კანით აყროლებული სული, რომელიც ტვინის უჯრედებში იყინება და ადამიანის ფორმას მაღებინებს.
ნეკნებს შორის დარჩენილი სივრცეები, რომელშიც შენი თითები სრიალებენ და ხანდახან მიღიტინებენ.
განა ეს არის ყველაფერი ? არა, რა თქმა უნდა !
უბრალოდ, ზოგჯერ გვხვდებიან ადამიანები, რომლებსაც მოაქვთ სურნელი, ხან ჩრდილოეთის, ხან აღმოსავლეთის, ბოლოს, კი,ქრებიან და ჩვენ მათ ვიმახსოვრებთ.
არსებობენ გოგონები დიდი თვალებითა და დიდი ტუჩებით, რომელთა ღიმილიც კბილებს შორის მანძილით არ განისაზღვრება და სადღაც, უსივრცო თვალებში იკარგებიან.
გოგონები, რომლებიც ადამიანებს თვალებით აფასებენ და არა ფერადი ტანისამოსით.
და გოგონები, რომლებსაც არ უყვართ შეფასებები.
არსებობენ, ბიჭებიც, რომლებსაც მოსწონთ დიდ თვალება გოგონები, უფორმო თვალებიანები, რომლებსაც ვერასდროს უგებენ და ბოლოს რჩებიან, მათ გაუგებრობაში, ან მიდიან.
ბიჭები, რომლებსაც ბორბლებიანი ოცნებები არ აქვთ და ოცნებებს მხოლოდ ფრთებში ხედავენ.
სადღაც, მათ შორის, ჩვენ, ვარსებობთ.
მე და შენ.
არსებობს მოგონებები, რომელთაც შეუძლიათ ჩვენ შეგვარყიონ და დალაგებული უჯრები აგვირიოს.
არსებობენ ადამიანები, რომლებიც არანაირ კავშირში არ არიან ჩვენს ცხოვრებასთან და უმისამართოდ, საიდანღაც ჩნდებიან.
არსებობს სიწრფელე, როცა ბედნიერება სკოლის ფანჯრებთან დარბოდა და სკოლის კარს იქით დამთავრდა.
არსებობენ განსაკუთრებული ადამიანები, რომლებსაც ჩვენ ვუშვებთ, მაგრამ ვერასდროს ვივიწყებთ.
ვარსებობდით, მე და შენ, რომლებმაც ერთმანეთი გავუშვით და მაინც....
ახლა, ვარსებობ მე, რომელმაც ფრთებიან-ოცნებებიანი ადამიანები აღმოაჩინა და შენ, სადღაც, თავის ფრთებში ჩაგმალა.
დიახ, მე და შენ, ვარსებობდით.
ახლა, შენ არსებობს.
ახლა, მე ვარსებობ.
მე, ფრთებიან-ოცნებებიან ადამიანებში.
შენ, სადღაც, ახლო-მახლო, ჩემს გარემოცვაში.
და მაინც, პირველი ნათელი სინათლე ფანჯარაში, ეს შენ არა, უკვე მისი ლანდია.
რუფ, ძვირფასო, რუფ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები