ქალავ! კარგად სთქვი სათქმელი, ხელ მსურს მაგხვიო წელზედა, ქარს გავატანოთ ნაღველი, ერთურთს ვუმღეროთ მთებზედა.
ქალავ! ნუ დაიმორცხვები, ხელს თუკი მაგხვევ წელზედა, ხარ თვით ყოილი ოცნების, ახლა შაგსვამდი ცხენზედა.
მაგიტაცებდი ერთასა, გადაგიწვენდი მკლავზედა, გაგიქარწყლებდი სევდასა, ამ ლამაზ ქვეყანაზედა.
დავაყენებდი ოხერი კოცნების კორიანტელსა, ლექსებს გეტყოდი ჩოხელის, სიცოცხლეს რო გიმატებსა.
მევე შაგხსნიდი საკინძეს, ჰო, გემთხვეოდი მკერდზედა, უყვარდა ვით არსაკიძეს, მეც გავაფრენდი შენზედა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ყოჩაღ ხათუნა მომწონს მისი სითამამე. ყოჩაღ ხათუნა მომწონს მისი სითამამე.
3. აი ამ ლექსს გავეცი პასუხი:
მთიულური სატრფიალო.
რაი ვქნა, ვაჟავ, რაი ვქნა? რად დამამდურე ბედზედა? ნეტამც, მაგ ვერცხლის ქამრად მქნა შამაგერტყმოდი წელზედა.
თოლს ცრემლი აღარა შრება გულს შარჩენილო ჯავრადა... განა და ბევრი რა მინდა- გზად შაგეყარო ვარდადა...
მახვიდე, ხელი შამავლო, დალიო ჩემი სურნელი და თუ სიმორცხვე შამატყო კოცნა მაჩუქო ულევი!
იქნებ, ერთხელაც შამამხვდე, თოლი შამავლო თმაზედა, სურვილი ვეღარ დამალო გადამიწვინო მკლავზედა...
რაი ვქნა, ვაჟავ, რაი ვქნა?.. მანიშნე შენკე სავალი, შენი ნანდაურ შავიქნა, შენი ბედი და წაწალი...
ხათუნა შავგულიძე აი ამ ლექსს გავეცი პასუხი:

ხათუნა შავგულიძე
2. ქალის პასუხიც გვითხარი, ლამაზი რას გწერს მთიდანა, გვითხარი რო მზედ დაგცქერის მისი თვალები ციდანა!
კარგია ოთარ გიხდება ეს სატრფიალოები.
ქალის პასუხიც გვითხარი, ლამაზი რას გწერს მთიდანა, გვითხარი რო მზედ დაგცქერის მისი თვალები ციდანა!
კარგია ოთარ გიხდება ეს სატრფიალოები.
1. დამწვარი ხარ ლამაზმანების ეშხით ოთარ უფრთხილდი მაინც ვარდზე მეტი ეკლები აქვთ ლამაზებს დამწვარი ხარ ლამაზმანების ეშხით ოთარ უფრთხილდი მაინც ვარდზე მეტი ეკლები აქვთ ლამაზებს
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|