 | ავტორი: ბალახა ჟანრი: პროზა 20 აგვისტო, 2016 |
"ყველაფერი, მათ შორის ტყუილიც, ემსახურება ჭეშმარიტებას, ჩრდილები ვერ აქრობენ მზეს.“ ფრანც კაფკა ბართლომე (თავი პირველი) იმ დღეს კაზინოში ბლომად ფული რომ არ წამეგო, ვერც ამ ნაწარმოებისთვის მოვიფიქრებდი სათაურს. რა კარგია, რომ ლუდომანიით ვარ შეპყრობილი და შემიძლია ამაზე ვწერო ან ვიფიქრო იმაზე, თუ რას დავწერ, როცა სახლამდე ძალიან დიდი მანძილის დაფარვა მიწევს უგზისფულობის გამო, უაკანასკნელ თეთრამდე რომ ვიცი თამაში ყოველთვის და მაინც, რა კარგია დაავადებაში გადასული აზარტი, რაკიღა ვწერ... კაზინოდან გამოსულს ხშირად მიტრიალებს თავში ცოის სიტყვები: "Но если есть в кармане пачка сигарет, Значит все не так уж плохо на сегодняшний день" და მერე აღმოაჩენ, რომ სიგარეტიც აღარ გაქვს... ჰო, კინაღამ დამავიწყდა, მე ბართლომე ვარ, ბართლომე ზერეკიძე. მეგობრები "ზეროს" მეძახიან, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ არა ჩემი გვარის გამო. ყელამდე ვალებში ვარ ჩაფლული. რამდენჯერმე სუიციდის მცდელობაც მქონდა, თუმცა ძალიან მშიშარა და მხდალი ადამიანი ვარ საამისოდ. როგორც კი რაიმე დიდძალ თანხას წავაგებ, მახლობელი ეკლესიის ეზოში შევდივარ პატარა ბავშვივით ღმერთთან აღთქმას ვდებ, რომ მეტჯერ ასე აღარ მოვიქცევი, მერე კი მძინარე ძაღლების, ახლადგაღვიძებული მეეზოვის და სახლამდე მისასვლელი მანძილის სიდიდის ცქერით ვტკბები, ამ დროს ვინმემ რომ მნახოს, როგორი წრფელი და განაბული ვარ, უსათუოდ წმინდანი ვეგონები ან გულანთებული მრევლი, ცისკრის წინა ლოცვაზე. კიდევ ერთი აღთქმა დავდე ღმერთთან და წამოვედი... ბოლო სამსახური, საიდანაც გამომიშვეს ავტოსამრეცხაო ბოქსი იყო, იქ, ყველაზე მეტხანს გავძელი, მთელი 5 თვე. ახალი წლის ღამესაც მორიგეობამ მიწია და 2016 წელს თანამრეცხავებთან ერთად შევხვდი. საკუთარ თავზე ბევრის მოყოლას არ ვაპირებ, რადგან ქვემორე ტექსტები ეძღვნება მელანოს, ადამიანს, რომელიც სოც. ქსელში გავიცანი, ხოლო მას შემდეგ, რაც მას პირადად შევხვდი, სრული მელანომანია დამეწყო. ლუდომანია და მელანომანია-საინტერესო და კონცეპტუალური შერწყმაა. დღეს აქ შევჩერდები და მელანოზე მოსაყოლ ამბავს მოვაბამ თავს სახვალიოდ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ვა, ვა, ვაა, კაკიე ლიუძი, დეტალები ინ ფრაივათ, მრს :)) ვა, ვა, ვაა, კაკიე ლიუძი, დეტალები ინ ფრაივათ, მრს :))
9. და, აი, დადგა ის დიადი ღამე
დეტალები ინ ექშენ. და, აი, დადგა ის დიადი ღამე
დეტალები ინ ექშენ.
8. იქნება უკეთესი.100%. ოღონდ უფრო გაიმეტე ხოლმე... იქნება უკეთესი.100%. ოღონდ უფრო გაიმეტე ხოლმე...
7. ცოტ-ცოტა ყველაფერზე, ვრცლად არც წერა მიყვარს და მითუმეტეს კითხვა :)) ცოტ-ცოტა ყველაფერზე, ვრცლად არც წერა მიყვარს და მითუმეტეს კითხვა :))
6. მცირე "ულუფებს" არ ვართ.. გაზარდე ცოტა მცირე "ულუფებს" არ ვართ.. გაზარდე ცოტა
5. გმადლობთ, მეგობრებო :) 3 დღეში მეორე თავს ავტვირთავ, ჯერ მხოლოდ 8 მიწერია, დღეს ან ხვალე მე-9ს დავწერ, ვეცდები, არ მოგანატროთ მელანო და ბართლომე :) გმადლობთ, მეგობრებო :) 3 დღეში მეორე თავს ავტვირთავ, ჯერ მხოლოდ 8 მიწერია, დღეს ან ხვალე მე-9ს დავწერ, ვეცდები, არ მოგანატროთ მელანო და ბართლომე :)
4. ძალიან მომეწონა სიამოვნებით წავიკითხავ გაგრძელებას ბართლომრ და მელანო.ჰმ ძალიან მომეწონა სიამოვნებით წავიკითხავ გაგრძელებას ბართლომრ და მელანო.ჰმ
3. ბალახა in action :)) let's see what happens :)) ბალახა in action :)) let`s see what happens :))
2. "ხოროშევა პო ნემნოშკუ"_თქვა მან და გზა გააგრძელა. კარგია თუ არა გაგრძელება გვიჩვენებს_ვთქვი მე და წავედი დასაძინებლად. :)
"ხოროშევა პო ნემნოშკუ"_თქვა მან და გზა გააგრძელა. კარგია თუ არა გაგრძელება გვიჩვენებს_ვთქვი მე და წავედი დასაძინებლად. :)
1. საინტერესო და კონცეპტუალური დასაწყისია , ჩამთრევი :)
საინტერესო და კონცეპტუალური დასაწყისია , ჩამთრევი :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|