 | ავტორი: გილო ჟანრი: პოეზია 29 აგვისტო, 2016 |
ალბათ უნდა იდგე ასე შელახული ძაძებით, აღარავის უნდა მარტო დარჩენილი ალხანა, ახლა ღამეები დღეებს უსინდისოდ ბაძავნე, გახდი არხეინი, ხელი არასოდეს არ ახლო კარებს, საიდანაც გელის გაძევების მახვილი; გველის ხასიათით ბედი გულიანად გაგინებს; ჰო და ყველაფერი გარდა გოდებისა - გახველებს, რჩები დედამიწას, როგორც უთავბოლო ვაგონი. გზაა ქარტეხილის, ირგვლივ ნაშალი და ქანია; ვეღარ დაგაჯერეს შენთან სიახლოვის არაკი, თოკზე მარტოობა ტანის გამოკლებით ქანაობს, ზიხარ, გეცინება, წერ და ლამისაა გარეკო. რჩები მდიდარი და მაინც უსაშველოდ ღარიბი; იცი ყველა მხარეს შიშით ავსებული ხაროა, აქ კი გიყურებენ, თითქოს გაგესვაროს ღორები, სადღაც იშვიათად, ალბათ პოეტებიც ხარობენ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|