ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფოული
ჟანრი: პოეზია
29 აგვისტო, 2016


წაკითხვა არა აუცილებელია, ისე

არასდროს ვღელავ ცხოვრების გზები
საით მიდიან ან ვის ვუყვარვარ,
საერთოდ არ მწყის როდესაც სხვები
კარგად არიან მე რომ ცუდად ვარ.
_________________________
ხომ იცი ხშირად როგორაც ხდება
როგორც ყოველთვის წარსულს მივსტირით,
შენთან საუბარს ვერასდროს ვბედავ
და ვარ თვითმკვლელი ტერორისტივით.
______________________

დიდი ლურჯი ღრუბლები დამნათის
დამსდევენ ტკივილები დარდებად,
სუნთქვა კი ახლა ჩემთვის და მათთვის
წაგების არის გამოცხადება.
ცხოვრებას ერთი ცხოვრებით ვმონობ
წავიდა წუთები ჩხუბის კამათის,
გაქრა ტკივილი ახლა კი მხოლოდ
დიდი ლურჯი ღრუბლები დამნათის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები