 | ავტორი: ქეროლაინი ჟანრი: პოეზია 6 სექტემბერი, 2016 |
არის ისეთი ქალაქები,სადაც არა ვართ. ეს ქალაქებია მიწის ანდაც სულაც ჰაერის შრეებს მიღმა. მათ გვერდს უვლიან და ვერც ამჩნევენ მისტიკურ პორტალს და ფერად ბჭეებს. არც ჯადოსანთა ძახილი ესმით, არც ზართა რეკვა. მიუყვებიან უბრალო ქალაქის უბრალო ქუჩებს. და რა იციან, რომ სხვა ქალაქში ქაღალდისა და პერგამენტის არის ქუჩები, არის ქუჩები აბრეშუმისა და შალით ნაქსოვი, წვიმიანი და თოვლიანი ქუჩებიცაა. არც ის იციან,რომ ყოველ სახლს საძირკველის ჩაყრისას არქმევენ სახელს, სახლები არის მეგობრობისა და ღიმილის, სიზმრებისა და მზის ამოსვლის სახლებიცაა. უბრალო ქალაქის უბრალო მოქალაქეები არ იცნობენ სიკეთის დევებს, მართალი მელიებიც არ უნახავთ და რა იციან,რომ იმ ქალაქში ყოველ მდინარეს ქალთევზები ასუფთავებენ. იქ, სადაც ელფები აშენებ ხისა და ისლის ქოხებს, არის ქალაქები სადაც ცაზე რამდენიმე მზე ანათებს და ბევრი-ბევრი მთვარეებიც არის. მეეზოვეები ვარსკვლავების მტვერს ხვეტენ დილით და ჩიტებს თავიანთი მუჭით აჭმევენ. ციცინათელები ანათებენ ხვეულ ბილიკებს და იქ ყოველი გზა სახლისკენ მიდის. ამ ქალაქში ყამარები ცეკვავენ კოცონის ირგვლივ. ჰავა კი ფიქრზომიერი და შესაბამისია განწყობის. არის ქალაქები, მოსაყოლად შეუძლებლები, არის ქუჩები, სადაც ჩვენ არ ვართ, სულაც ჩვენს თვალწინ, სახლის კედლებში, ჩვენ მათ ვერ ვამჩნევთ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მადლობა მუხა :)) მადლობა მუხა :))
4. ამ ავტორის პოეზური აზროვნება განსხვავებული და საინტერესოა. ამ ავტორის პოეზური აზროვნება განსხვავებული და საინტერესოა.
2. ჰო, არის ქალაქები, რომლებზეც არ ყვებიან, ბრალი მასი ვისაც ასეთ ქალაქებში შესვლა არ შეუძლია. :)
+5 დევი ქალაქიდან #250971. ჰო, არის ქალაქები, რომლებზეც არ ყვებიან, ბრალი მასი ვისაც ასეთ ქალაქებში შესვლა არ შეუძლია. :)
+5 დევი ქალაქიდან #250971.
1. რაღაცნაირია,,, +5 რაღაცნაირია,,, +5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|