ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფოული
ჟანრი: პოეზია
11 სექტემბერი, 2016


პირველი შთაბეჭდილებები სატამბოლიდან

ფრთხილად ამოდის ბორტზე
აღმოსავლეთის ქარი,
ამდენ მამაკაცს შორის
მხოლოდ იგია ქალი !
მისი თვალები არის
უკიდეგანო ზღვა,
ტუჩები პოლუსებია,
ნაწნავები კი ცა,
მაგრამ ამ უცხო მხარეში
აბა რა ენით ავუხსნა,
რასაც ვგრძნობდი და გავშეშდი
ბარმენმა ვისკი დაუსხა,
ის ფრთხილად სვამდა სამყაროს
ღერძი ეჭირა თითებით,
და იმ მომავალს აწყობდა
სადაც არასდროს ვიქნები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები