 | ავტორი: ნიიც ჟანრი: პროზა 12 სექტემბერი, 2016 |
(ეძღვნება მამიდა ნაზის!)
"ადამიანები ამოუცნობი არსებები ვართ, ვინ ვართ? საიდან მოვდივართ? საით მივდივართ? რა გვსურს ამ ცხოვრებისგან? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა გვიჭირს, თუმცა ყველა ჩვენგანი ვცოცხლობთ და ზოგჯერ საკუთარ ადგილსაც ვერ ვპოულობთ ამ ცოდვილ სამყაროში...მე მალე 80 წელი შემისრულდება... მოვხუცდი.... ხო მე მოვხუცდი, მაგრამ გული ისევ ისე მიცემს ,როგორც 20 წლის ასაკში ან უფრო ადრე..... ვიცი ძნელია დაინახო მოხუცი და წარმოიდგინო როგორი შეიძლება ყოფილიყო ის ახალგაზრდობაში, თქვენც გიჭირთ ჩემი აღქმა და ამიტომ წერის დაწყება მიჭირს, დღეს ისევე ვნერვიულობ როგორც 60 წლის წინ ვნერვიულობდი როდესაც პირველად შევედი გაკვეთილზე.... ღმერთო რა ბედნიერი დღე იყო, ეხლაც მახსოვს ის გაკვეთილი, ის შეცდომები და აღმოჩენები რომელიც იმ დღეს შევიგრძენი.... მასწავლებლობა ეს მთელი ხელოვნებააა, ეს სითბო და სიყვარულია, ეს ნიჭია, გიყვარდეს, ეხმარებოდე და აფასებდე უანგაროდ.... ეს ძალაა რომელიც შეგაძლებინებს გაუგო დიდსაც და პატარასაც.... გიყვარდეს და სიყვარული ასწავლო....- მე ამ ნიჭის მატარებელი ვიყავი და ამიტომ ვამაყობ ჩემი განვლილი გზით......- და ეხლა მივდივარ სკოლიდან რათა გზა დავუთმო მომავალ თაობას, ალბათ გაბრაზებით აღნიშნავთ:" მოხუცო- განა ამდეხანს იყო შენი ადგილი სკოლაში? რატომ ადრე არ დაუთმე ახალგაზრდებს ასპარეზი?" თქვენ მართალიხართ და თქვენთან შემოდავებას არც ვაპირებ, მაგრამ შემეშინდა.... ხო წასვლის შემეშინდა.... რადგან კარგად ვიცი ამ კარს გავიხურავ თუ არა ყველა დამივიწყებს, აღარავის ვემახსოვრები..... გაგახსენდებით ნახვისას მხოლოდ მე კი მინდა გაგახსენდეთ და ჩემს სანახავათ მოხვიდეთ .ამ კარის გახურვის შემდეგ ბევრი სტუმარი ვნახო ჩემს პატარა სახლში ..... ვერავის ვერაფერს მოვთხოვ..... ისე შევიყვარე ჩემი საქმე და სხვისი შვილები რომ, საკუთარი ოჯახის შექმნაზე არც მიფიქრია და აი შედეგიც.... დღეს სამსახურს ვტოვებ და ჩემი ცხოვრებაც სრულდება.... ყველასათვის უცხო და გამოუსადეგარი ვხდები..... მშვიდობით ჩემო მშობლიურო სკოლა 72 წელი შენს კედლებთან მაკავშირებს და რა გასაკვირია განშორება რომ მიჭირს...... ახალგაზრდები ამას ვერ გამიგებენ, მაგრამ შენ ხომ გესმის....შენს კედლებში ვისწავლე წერა კითხვა და შემდეგ სხვებს ვასწავლიდი.. უანგაროდ მიყვარდა ყველა.... არასოდეს არავისაგან ამიღია საჩუქარი... აი წერილები და მისალოცი ბარათებით კი დღესაც სავსე მაქვს უჯრა. მიყვარს და ვეფერები თითოეულ მადგანს... ისინი გამახსენებენ იმ ლამაზ წლებს რომელიც სკოლასთან მაკავშირებდა, განა ცოტაა 60 წელი? 60 წელი მასწავლებლად და მერე უცებ სკუპ სახლში...... პატივისცემა, დაფასება, სიყვარული და შემდეგ მარტოობა, უიმედობა და შეგრძნება რომ არავის ჭირდები......აი ამის მეშინოდა და დადგა ეს დღეც!.... არ მინდა თვალცრემლიანი დაგამახსოვრდეთ.... არ გემშვიდობებით!.... მშვიდობით ვტოვებ აჟრიამულებულ სკოლას და მივდივარ სიწყნარეში..!...... სიკეთე და ბედნიერება დამეტოვოს აქ!...-ნაზიმ წერილი განცხადებსთან ერთად დირექტორის მაგიდაზე დადო და სამასწავლებლოს კარი გაიხურა...... ნელი ნაბიჯებით გაუყვა გზას მარტოობისაკენ ... @@@ 9 სთ შესრულდა.გაკვეთილი დაიწყო.... ნაზი კი არ ჩანდა.... ნაზი მასწავლებელს რატომ დააგვიანდა? -რა მოხდა? -ხომ კარგად არის? მოიკითხეს მასწავლებლებმა მერე ვიღაცამ დირექტორის მაგიდაზე წერილი და განცხადება იპოვა, წაიკითხეს, ცრემლები წამოუვიდათ... ნაზის წერილი და ნაბიჯი შეაფასეს, ზოგს შეეცოდა, ზოგმა თანაგრძნობა გამოხატა, ზოგმა ირონიით აღნიშნა: -როგორც იქნა მიხვდა წასვლას! თუმცა ერთ რამეზე შეთანხმდნენ ნაზი კარგი პედაგოგი იყო, მისი შეცვლა და მის ჯგუფში შესვლა ყველას გაუჭირდებოდა.... პატარები დაფეთებული თვალებით შეხვდნენ ახალ პედაგოგს და ცრემლები წამოუვიდათ როდესაც გაიგეს რომ ნაზი მასწავლებელი აღარ ასწავლიდათ! ყოველ დღე თითო მნახველი მაინც ყავდა ნაზი მასწავლებელს, მაგრამ როგორც ყველაფერი ცხოვრებაში ესეც დროებითი იყო.. გაივლის კიდევ ხუთი წელი და ის ყველას დაავიწყდება..... და დარჩებიან ორნი პატარა სახლის მყუდრო კედლებში ის და მოლოდინი..... რისი ან ვისი მოლოდინი ძნელი გასაგებია.... ნათესავის, მეზობლის, მოსწავლის, კოლეგა მასწავლებლის თუ უბრალოდ სიკვდილის!.... @@@ დღეს 17 ივნისია "ბოლო ზარი" დაირეკა საქართველოს ყველა სკოლაში.... სკოლის ეზო მხიარულებას და სიხარულს მოუცავს...... ბედიერებაა ირგვლივ გამეფებული..... ნაზი მასწავლებლის სადამრიგებლო კლასი ამთავრებს. ნაზი უკვე ხუთი წელია ამ დღეს ელოდება.... რამოდენიმე დღით ადრე დაიწყო მზადება.... დღეს კი დილით ადრე ადგა, ხელ-პირი დაიბანა... გარდეროფიდან მოძველებური მაგრამ მისთვის საყვარელი კაბა ჩამოხსნა.... სუსტად იყო მაგრამ მაინც სვენებ-სვენებით ჩაიცვა.... მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიც გადმოიღო, მთელი ცხოვრება მაღებით დადიოდა და დღესაც შეძლებდა მასზე გავლას... უბრალო დღე ხომ არაა- მისი უკანასკნელი მოსწავლეები ამთავრებენ სკოლას.... შეძლებს და გაივლის იმ ბავშვების ხათრით წლებისწინ თვალებში რომ შეციცინებდნენ...სარკეში ჩაიხედა წარბები შეისწორა, ჩანთიდან პომადა ამოიღო და წაისვა....(წითელი პომადა მისი სუსტი წერტილი იყო).. -მე უკვე მზად ვარ!_ ჩაილაპარაკა თავისთვის და მდივანზე ჩამოჯდა.....-აბა ჩემ ბავშვებს ხომ არ ვალოდინებ!...
ამაოდ ელოდა ნაზი მასწავლებელი რომ მის უკანასკნელ მოსწავლეებს გაახსენდებოდათ და დაპატიჯებდნენ "ბოლო ზარზე"...... იჯდა და ელოდა.... ახალგაზრდები კი მხიარულობდნენ. არც გახსენებიათ ან იქნებ არც სურდათ მათ გვერდით 86 წლის მოხუცი ყოფილიყო. დაავიწყდათ რომ ოდესმე თვითონაც მოხუცდებიან... დაღამდა ნაზი კი ისევ ელოდა... ელოდა... ელოდა.... ის თავის მოსწავლეებს ელოდა, უცებ კი მოულოდნელმა სტუმარმა მოაკითხა და წაიყვანა.... ძნელი სათქმელია რას ფიქრობდა უკანასკნელ წუთს მოხუცი მასწავლებელი,წუთს სანამ თვალებს სამუდამოდ დახუჭავდა.... @@@
მდუმარე ჩუმი პროცესია მიაცილებდა მის ცხედარს!.... მიაცილებდნენ ჩუმად და უსიტყვოდ...... არც ქვითინი არც კივილი და არც უბრალო გადალაპარაკება, ... არაფერი არ ისმოდა..... მხოლოდ სწრაფი ნაბიჯების ხმას გაიგებდით.....ყვავილებსაც კი ვერ მოკრავდით თვალს..... სურათი რომელიც პროცესის წინ მიუძღოდა წლების წინ თვითო გაედიდებია და ჩარჩოში ჩაუსვამს ხუთი -ექვსი ადამიანი მიაცილებდა უკანასკნელ გზაზე. სკოლის ეზოს ჩაუარეს და სასაფლაოს გზას გაუყვნენ... მის კუბოსთან ერთი გამოსამშვიდობებელი სიტყვა არავის უთქვამს. კაკუნი..... კაკუნი... კაკუნი... კაკუნი.... მხოლოდ ერთი თხოვნა შეუსრულეს:- იქაც მარტო რომ არ ვიყო დედის საფლავში ჩამასვენეთო -დაუბარებია მეზობლისათვის. დაიხარნენ... უკანასკნელი მიწა მიაყარეს და მობრუნდნენ.... სკოლის ზარი აწკრიალდა...... დიდხანს და შეუწყვეტლივ რეკდა.... სოფელი ზარის გაბმულმა ხმამ შეაწუხა.... - რა მოხდა?- კითხულობდა ყველა.... სკოლა დაკეტილია.... მაშინ რატომ ისმის გამაყრუებელი ზარის რეკვა სკოლიდან?... -ჩემრთველი გაფუჭდა.- აღნიშნა ვიღაცამ.... სირცხვილი თქვენი სოფელო, სირცხვილი, 86 წლის პედაგოგი მიაბარეთ მიწას და მისთვის ზარის დარეკვაც დაგენანათ..... ვერც კი მიხვდით რატომ რეკდა ზარი..... ზარს შერცხვა და თვითონ დაირეკა!.....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. მადლობა ფლორენცია.... გადავხედავ აუცილებლად. მადლობა ფლორენცია.... გადავხედავ აუცილებლად.
12. ნიიც, საინტერესო სიუჟეტია. პირველი კომენტარისა არ იყოს, ხელის შევლება უნდა. აქვე შეგიძლია კორექტირება. არ დაიზარო და შეასწორე - ამდენი ხანი შენს ადგილას უკვე შესწორებულიც მექნებოდა. მე 4 ქულას დაგიტოვებ და სხვა ნაწარმოებებს სანამ გადავხედავ, მანამ შენც გადაავლე თვალი კაი?! მარიამობას გილოცავ! ნიიც, საინტერესო სიუჟეტია. პირველი კომენტარისა არ იყოს, ხელის შევლება უნდა. აქვე შეგიძლია კორექტირება. არ დაიზარო და შეასწორე - ამდენი ხანი შენს ადგილას უკვე შესწორებულიც მექნებოდა. მე 4 ქულას დაგიტოვებ და სხვა ნაწარმოებებს სანამ გადავხედავ, მანამ შენც გადაავლე თვალი კაი?! მარიამობას გილოცავ!
11. მადლობა სერენა მადლობა სერენა
10. ყოველთვის ვამბობ ერთ რამეს, ძალიან ბედნიერია ის ბავშვი, რომელსაც ან კარგი დედ-მამა ჰყავს, ან კარგი მასწავლებელი, ხოლო თუ ორივე, მაშინ ეს ბავშვი იღბლიან ვარსკვლავზე დაბადებულა.
ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი ჩემი ისტორიისა და იაპონური ენის მასწავლებელი მომაგონდა.
ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული საქმიანობაა და ვიაურვებდი რომ დაფასებული იყვნენ ნამდვილი პედაგოგები.
+5 ჩემგან
ყოველთვის ვამბობ ერთ რამეს, ძალიან ბედნიერია ის ბავშვი, რომელსაც ან კარგი დედ-მამა ჰყავს, ან კარგი მასწავლებელი, ხოლო თუ ორივე, მაშინ ეს ბავშვი იღბლიან ვარსკვლავზე დაბადებულა.
ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი ჩემი ისტორიისა და იაპონური ენის მასწავლებელი მომაგონდა.
ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული საქმიანობაა და ვიაურვებდი რომ დაფასებული იყვნენ ნამდვილი პედაგოგები.
+5 ჩემგან
9. გარდეროფიდან >> კარადიდან.
"მასწავლებელი ზოგჯერ უშვილო, მაგრამ მრავალი შვილის მშობელი."
გარდეროფიდან >> კარადიდან.
"მასწავლებელი ზოგჯერ უშვილო, მაგრამ მრავალი შვილის მშობელი."
8. სევდიანი ისტორია ნაზი მასწავლებელზე, მაგრამ არც ისე სევდიანი, ხანგრძლივად გაუტარებია თავისი მოღვაწეობა და სიხარულით უნდა წასულიყო, მაგრამ რა მიკვირს იცით, ძალიან უყვარდა ბავშვები და ოჯახი არ შეუქმნია, კი ბატონო, ქალი ძალით ვერ გათხოვდება მაგრამ ამ 60 წლის მანძილზე რაც სკოლაში იყო, ნუთუ ერთი ობოლი ბავშვი არსად შეხვედრია, რომ გაეზარდა? ასე იციან თქმა გადავყევი სხვის შვილებსო, მე სულ მიკვირდა და ახლაც ვერ გამიგია,მასწავლებლების უმეტესობა ახლაც ასეა. ამას ისე ვამბობ, თორემ არავის განვიკითხავ. ნაწარმოებები წერისას უფრო გაამხატვრიულე.მეტი ფანტაზია, მეტი ემოცია. ნათელში იყოს ნაზი მასწავლებლის სული.
სევდიანი ისტორია ნაზი მასწავლებელზე, მაგრამ არც ისე სევდიანი, ხანგრძლივად გაუტარებია თავისი მოღვაწეობა და სიხარულით უნდა წასულიყო, მაგრამ რა მიკვირს იცით, ძალიან უყვარდა ბავშვები და ოჯახი არ შეუქმნია, კი ბატონო, ქალი ძალით ვერ გათხოვდება მაგრამ ამ 60 წლის მანძილზე რაც სკოლაში იყო, ნუთუ ერთი ობოლი ბავშვი არსად შეხვედრია, რომ გაეზარდა? ასე იციან თქმა გადავყევი სხვის შვილებსო, მე სულ მიკვირდა და ახლაც ვერ გამიგია,მასწავლებლების უმეტესობა ახლაც ასეა. ამას ისე ვამბობ, თორემ არავის განვიკითხავ. ნაწარმოებები წერისას უფრო გაამხატვრიულე.მეტი ფანტაზია, მეტი ემოცია. ნათელში იყოს ნაზი მასწავლებლის სული.
7. მადლობა თაზო!.... სამწუხაროდ ეს მწარე რეალობააა! სოფელი ცივდება და ძალიან გულგრილი ხდება..... თვითონ აღმოვჩნდი მსგავსი სიტუაციის მომსწრე სამწუხაროდ. 60 წლიანი სტაჟის მქონე პედაგოგი ესე უსაფლაოდ დაიკარგა.... მადლობა თაზო!.... სამწუხაროდ ეს მწარე რეალობააა! სოფელი ცივდება და ძალიან გულგრილი ხდება..... თვითონ აღმოვჩნდი მსგავსი სიტუაციის მომსწრე სამწუხაროდ. 60 წლიანი სტაჟის მქონე პედაგოგი ესე უსაფლაოდ დაიკარგა....
6. საინტერესოა ნამდვილად და ვიტყოდი რომ თხრობა სამწუხაროდ რეალურ სახეს იღებს თანდათან სოფლებშიც კი და ამას ის მალაპარაკებს რომ აქ ჩემზე სოფლელი არავინაა თუმც ასეთი გულგრილობისა და ღვაწლის დაუფასებლობისაგან ღმერთმა დაიფაროს ყველა სოფლი, პედაგოგი და მოსწავლეებიც კი რრადგან ასეთი სტაჟის და ღვაწლის დამსახურების უარყოფა ასე არ ხდება. ავტორს წარმატებას ვუსურვებ და მეტ მხატვრულობას, უდავოდ მეტი შეუძლია. საინტერესოა ნამდვილად და ვიტყოდი რომ თხრობა სამწუხაროდ რეალურ სახეს იღებს თანდათან სოფლებშიც კი და ამას ის მალაპარაკებს რომ აქ ჩემზე სოფლელი არავინაა თუმც ასეთი გულგრილობისა და ღვაწლის დაუფასებლობისაგან ღმერთმა დაიფაროს ყველა სოფლი, პედაგოგი და მოსწავლეებიც კი რრადგან ასეთი სტაჟის და ღვაწლის დამსახურების უარყოფა ასე არ ხდება. ავტორს წარმატებას ვუსურვებ და მეტ მხატვრულობას, უდავოდ მეტი შეუძლია.
5. მადლობა ანანე გაიხარეეეე! მადლობა ანანე გაიხარეეეე!
4. ასეთი ისტორიის დაწერა უფრო ორიგინალურად შეიძლებოდა, ვიდრე ყვითელი ჟურნალის პროფილური ჩანახატი. ძალიან მარტივად და ჩვეულებრივი ამბავივით მოგიყოლია. მხატვრულობა აკლია, ხერხები, რაც მკითხველს აფიქრებს, ჩააფიქრებს ან დააფიქრებს, გაახსენებს ან შეახსენებს რაღაცებს. ეს ამდენი მრავალწერტილიც არაფერს გვაძლევს, თავის ფუნქცია აქვს მასაც. გრამატიკულ შეცდომებს (კორექტურებიანად) გადაავლე თვალი. წარმატებები. ასეთი ისტორიის დაწერა უფრო ორიგინალურად შეიძლებოდა, ვიდრე ყვითელი ჟურნალის პროფილური ჩანახატი. ძალიან მარტივად და ჩვეულებრივი ამბავივით მოგიყოლია. მხატვრულობა აკლია, ხერხები, რაც მკითხველს აფიქრებს, ჩააფიქრებს ან დააფიქრებს, გაახსენებს ან შეახსენებს რაღაცებს. ეს ამდენი მრავალწერტილიც არაფერს გვაძლევს, თავის ფუნქცია აქვს მასაც. გრამატიკულ შეცდომებს (კორექტურებიანად) გადაავლე თვალი. წარმატებები.
3. და კიდევ " სკუპ სახლში "-რეალურად იყო 86 წლის ქალის გამოთქმა თან საყვარელი ისევე როგორც წითელი პომადა... და კიდევ " სკუპ სახლში "-რეალურად იყო 86 წლის ქალის გამოთქმა თან საყვარელი ისევე როგორც წითელი პომადა...
2. მადლობა ნ-ი-კ-ი, 1) შენიშვნებს ვიღებ.... და შევასწორებ რაც გამეპარა...... 2)80 წლისამ სკოლა დატოვა წლების შემდეგ კი უკვე 86 წლის მოხუცი ელოდა ბოლო ზარზე მიპატიჯებას.... 3) სტიმარი არ იყო მოულოდნელი, მაგრამ იმ წუთას ის სხვა სტუმარს ელოდა, არ იყო სიკვდილისთვის მზად რადგან სკოლაში წასვლა უნდოდა 4) ეს ამბავი რამდენადაც დაუჯერებელია იმდენად რეალურია.... სოფელში იცოდნენ გვერდში დგომა მაგრამ დღეს ბევრი რამ შეიცვალა...... სამწუხაროდ. სწორედ სოფლის გულგრილობამ დამაწერინა ეს
.
მადლობა ნ-ი-კ-ი, 1) შენიშვნებს ვიღებ.... და შევასწორებ რაც გამეპარა...... 2)80 წლისამ სკოლა დატოვა წლების შემდეგ კი უკვე 86 წლის მოხუცი ელოდა ბოლო ზარზე მიპატიჯებას.... 3) სტიმარი არ იყო მოულოდნელი, მაგრამ იმ წუთას ის სხვა სტუმარს ელოდა, არ იყო სიკვდილისთვის მზად რადგან სკოლაში წასვლა უნდოდა 4) ეს ამბავი რამდენადაც დაუჯერებელია იმდენად რეალურია.... სოფელში იცოდნენ გვერდში დგომა მაგრამ დღეს ბევრი რამ შეიცვალა...... სამწუხაროდ. სწორედ სოფლის გულგრილობამ დამაწერინა ეს
.
1. მერე უცებ სკუპ სახლში..... <---- 80 წლის ადამიანი ასე არ დაწერდა ალბათ
გარდეროფიდან <----კორექტურაა ალბათ მდივანზე ჩამოჯდა <---- ცოდოა მდივანი, ჯობდა დივანზე ჩამომჯდარიყო იქნებ არც სურდათ მათ გვერდით 86 წლის მოხუცი ყოფილიყო <----- აკი 80-იო?
წლების წინ თვითო გაედიდებია და ჩარჩოში ჩაუსვამს უცებ კი მოულოდნელმა სტუმარმა მოაკითხა <--- არც ისე მოულოდნელი ყოფილა ეგ სტუმარი როგორც ჩანს
რა სოფელი იყო ასეთი ამოგდებული რომ 86 წლის მასწავლებლის გასვენებაში 5-6 კაცზე მეტი არ მოგროვდა? 5-6 კაცზე მეტი მხოლოდ სკოლის პედაგოგები იქნებოდნენ ცოტა მოწყვეტილია რეალობას მითუმეტეს სოფელში, იქ სხვანაირად იციან გვერდში დგომა
ცოტა დახვეწა არ აწყენდა
3 წამახალისებლად
მერე უცებ სკუპ სახლში..... <---- 80 წლის ადამიანი ასე არ დაწერდა ალბათ
გარდეროფიდან <----კორექტურაა ალბათ მდივანზე ჩამოჯდა <---- ცოდოა მდივანი, ჯობდა დივანზე ჩამომჯდარიყო იქნებ არც სურდათ მათ გვერდით 86 წლის მოხუცი ყოფილიყო <----- აკი 80-იო?
წლების წინ თვითო გაედიდებია და ჩარჩოში ჩაუსვამს უცებ კი მოულოდნელმა სტუმარმა მოაკითხა <--- არც ისე მოულოდნელი ყოფილა ეგ სტუმარი როგორც ჩანს
რა სოფელი იყო ასეთი ამოგდებული რომ 86 წლის მასწავლებლის გასვენებაში 5-6 კაცზე მეტი არ მოგროვდა? 5-6 კაცზე მეტი მხოლოდ სკოლის პედაგოგები იქნებოდნენ ცოტა მოწყვეტილია რეალობას მითუმეტეს სოფელში, იქ სხვანაირად იციან გვერდში დგომა
ცოტა დახვეწა არ აწყენდა
3 წამახალისებლად
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|